x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
5 ყველაზე ძლიერი არმია დედამიწაზე
imageწინა სტატიაში განვიხილეთ პირველიდან ხუთამდე უძლიერესი არმიის მონაცემები. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ (როგორც დაგპირდით) მეორე ხუთეული რომელიც თავისი ძალით ცნობილი გახდა მსოფლიო მასშტაბით.





#6 თურქეთი :

თურქეთის მოსახლეობა სულ რაღაც 80 მილიონია, სტატისტიკური მონაცემებით კი თურქეთის არმიას ამაგრებს მილიონზე მეტი ჯარისკაცი (მილიონში არ ჩაუთვლიათ ქალები რომლებიც მსახურობენ თურქეთის არმიაში, და მათი რიცხვი არცისე მცირეა) თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ 69, 744 სახმელეთო იარაღი, აგრეთვე მათ შეიარაღებაში შედის 1, 940 საჰაერო საბრძოლო მოწყობილობა, როგორც გამანადგურებლები ასევე მსხვილი ანტი საჰაერო თავდაცვისათვის განკუთვნილი დანადგარი. თურქეთის საზღვაო აკვატორიას კი იცავს 265 საბრძოლო მოწყობილობა, გემი, მცირე ხომალდი და სხვა მცირე საცურაო აპარატები. თურქეთის არმიის ბიუჯეტი სულ რაღაც 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ამ სტატისტიკით კი თურქეთმა შეძლო მიეღო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.


7. სამხრეთ კორეა :


სამხრეთ კორეის მოსახლეობა სულ რაღაც 50 მილიონია. 653.000 ადამიანი ემსახურება დღესდღეობით სამხრეთ კორეის არმიას. რეზერვისტების უპრენცენდეტო რაოდენობით მართლაც გამოირჩევა და გააჩნია 3.2 მილიონიანი არმია რეზერვისტებისა. გააჩნიათ 13.361 სახმელეთო საბრძოლო მოწყობილობა, 1.568 საჰაერო მოწყობილობა ამასთანავე ანტი საჰაერო დანადგარები, ასევე გააჩნია 170 მდე საბრძოლო ხომალდი. სამხრეთ კორეის არმიას კი აფინანსებენ 26.55 მილიარდი ამერიკული დოლარით.


8. საფრანგეთი :

საფრანგეთის მოსახლეობა შეადგენს 65 მილიონს. საფრანგეთის არმიას ემსახურება 362.485 ჯარისკაცი, მათ ეხმარებათ 419.000 რეზერვისტი. საფრანგეთის არმიას გააჩნია 10.621 სახმელეთო საბრძოლო მოწყობილობა, 1.757 საჰაერო მოწყობილობა, 289 საბრძოლო ხომალდი და ამ ყველაფერში საფრანგეთის მთავრობა ხარჯავს მხოლოდ 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს.


9. იაპონია :


იაპონიას გააჩნია ერთერთი ყველაზე მოდერნიზებული და ერთერთი ყველაზე ძლიერი არმია დედამიწაზე. იაპონიის მოსახლეობა აღემატება 126 მილიონს, აქედან მხოლოდ 239.430 ადამიანია რომელიც ემსახურება იაპონიის არმიას, მას გააჩნია აგრეთვე 60.000 რეზერვისტი. მას გააჩნია 5.220 სახმელეთო დანადგარი, 1.953 საჰაერო მოწყობილობა და 110 საბრძოლო ხომალდი. იაპონია თავის არმიას აფინანსებს 70 მილიარდი ამერიკული დოლარით. ამ სტატისტიკით კი იაპონიის მოსახლეობას შეუძლია მშვიდად ეძინოს.


10. ისრაელი :

ისრაელის მოსახლეობაა 7.5 მილიონი, ისრაელის არმიაში მსახურობს 187.000 ჯარისკაცი, ასევე რეზერვში იმყოფება 565.000 ადამიანი . ისრაელის არმიას გააჩნია 12.552 სახმელეთო მოწყობილობა, 1964 საჰაერო მოწყობილობა და 64 საბრძოლო ხომალდი . რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს ეს ყველაფერი მხოლოდ 12 მილიარდ ამერიკულ დოლარად.


პროცენტული მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ ისრაელის არმია მოსახლეობასთან მიმართებაში უსწრებს უამრავ მის ოპონენტს პირველობისაკენ.

2
1123
5-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
1123
  
2013, 8 სექტემბერი, 16:48
ჩვენი არმია ამ ჯარებთან ახლოს ვერ მივა :D
2012, 8 დეკემბერი, 19:18
ჩვენ არმიაზე რას იტყვი?
0 1 2