x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ბუნებრივი მოვლენები

როგორ ჩნდება ცისარტყელა?


ცისარტყელა მზის სხივებისა და წვიმის წვეთებისაგან წარმოიქმნება. მზის სინათლე მარტივი არ არის. იგი შედგება შვიდი ფერისაგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. როცა ეს შვიდივე ფერი ერთად არის თავმოყრილი, მზის სინათლეს თეთრი ფერი აქვს. მაგრამ, თუ (წვიმის დროს) წვეთებს მზემ მიაშუქა, მზის სხივი წყლის წვეთში გავლისას შვიდ ფერად აირეკლება და თითოეულ ფერს ცალ-ცალკე დავინახავთ. ცას ფერადი ცისარტყელა გადაეკვრება (დაუკვირდით - ცის სარტყელი). ცისარტყელა მაშინ გამოჩნდება, როცა ერთდროულად წვიმს და მზეც ანათებს. ამ დროს ამბობენ - "მზე პირს იბანსო"


imageimageimageimageimage
image



როგორ ჩნდებიან ღრუბლები?
მზის სხივები წყლის ზედაპირიდან უამრავ წყალს აორთქლებს. ორთქლი, თბილ ჰაერთან ერთად, მაღლა ადის, გზაში თანდათან ცივდება, დიდ სიმაღლეზე კი ყინულის ნაწილაკებად გადაიქცევა. როდესაც ჰაერში წყლის ორთქლი დაგროვდება, მათგან ფუმფულა ღრუბლები წარმოიქმნება. ღრუბლები სხვადასხვა ფორმის არიან. ზოგი ღრუბელი სასახლეს ჰგავს, ზოგი ცხოველებს, ზოგი ფრინველებს, ზოგი ღრუბელი ცაზე გაფანტულ ცხვრის ფარასაც გავს.




1. დაბალი ღრუბლები (2-0 კმ-მდე) — ფენა-გროვის, ფენისა და ფენა-წვიმიანი ღრუბლების სახელით არის ცნობილი.


2. საშუალო სიმაღლეზე მდებარე (7-2 კმ-მდე) ღრუბლებს — მაღალ-გროვა და მაღალ-ფენობრივ ღრუბლებს უწოდებენ.


3. მაღალი ღრუბლები, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 13-5 კმ-ზე ვრცელდებიან ეწოდებათ — ბუმბულისებრი ღრუბლები, ფენა ღრუბლები და ბუმბულის მსგავსი ფენოვანი ღრუბლები.


image

image

image

image

0
3134
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
3134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0