x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
,,პალმის კუნძულები", მსოფლიოს მერვე საოცრება

imageალბათ, წარმოუდგენელია ისეთი რამის შექმნა, რაც მსოფლიოს განაცვიფრებს, მაგრამ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება და მდიდარი ბიზნესმენები ახალ-ახალი იდეებს ყოველწლიურად აქტიურად განიხილავენ. ეჭვგარეშეა, რომ დუბაიმ სერიოზული ბრძოლა დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქვეყნის ტიტულის მოსაპოვებლად. ბოლო დროს საამიროებში გრანდიოზული ტურისტული ობიექტების მშენებლობები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ გაკვირვებას ტრადიციების პროგრესთან შერწყმა იწვევს. რელიგია, ხომ არაბებს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას უკრძალავს, ამიტომაც მათ ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტეს და შესაბამისად, ამ მიწის თავისუფლად გაყიდვაც შეეძლებათ. ხელოვნურ კუნძულებზე ვილების შესაძენად ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ერთმანეთს უკვე დაუნდობელი ბრძოლა გამოუხადეს და ოკეანეში “აღმოცენებულ" კუნძულებზე საცხოვრებლის მოსაპოვებლად ასტრონომიულ თანხებს იხდიან.

0
726
5-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0