x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ათეისტი მეცნიერი, რომელმაც ღმერთი აღიარა
imageსამეცნიერო წრეებში ვლადიმერ ეფრემოვს შეუბღალავი რეპუტაცია აქვს. ის ძლიერი სპეციალისტია ხელოვნური ინტელექტის დარგში. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა “okb_იმპულსში''. მონაწილეობდა კოსმოში გაგარინის გაშვებაში, გარკვეული წვლილი შეიტანა უახლესი სარაკეტო სისტემების შემუშავებაში. მისმა მეცნიერულმა კოლექტივმა ოთხჯერ დაიმსახურა სახელმწიფო პრემია.

“კლინიკურ სიკვდილამდე თავს აბსოლუტურ ათეისტად მივიჩნევდი. ვეყრდნობოდი ფაქტებს და იმ ქვეყნიურ ცხოვრებზე ყოველგვარ მსჯელობას ბოდვად ვთვლიდი. სამსახურში იმდენი საქმე მქონდა, რომ საკუთარი თავისთვის არ მეცალა - გულიც მაწუხებდა, ქრონიკული ბრონქიტიც და კიდევ ბევრი სხვა სატკივარი''.

ერთ დღეს მეცნიერი თავისი დასტან იმყოფებოდა სტუმრად, როდესაც ხველების შეტევა დაეწყო. “ვცდილობდი ჩამესუნთქა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, სული მომემჩვარა, გული გამიჩერდა, ფილტვებიდან ხრიალით ამომივიდა უკანასკნელი ჰაერი და თავში გამიელვა, რომ ეს ცემი სიცოცხლის უკანასკნელი წამი იყო. მაგრამ რატომღაც ცნობიერება არ გამეთიშა, უეცრად უჩვეულო სიმსუბუქე დამეუფლა, ფიზიკური სხეულის შეგრძნება აღარ მქონდა, არ მტკიოდა აღარც გული, აღარც ყელი აღარც კუჭი. თითქოს დავფრინავდი, შევეცადე ჩემი ფრენისთვის მიმართულება შემეცვალადა ესეც გამომივიდა. ასე კარგად მხოლოდ ბავშობაში თუ ვყოფილვარ. შევეცადე გამეანალიზებინა რა ხდებოდა, დასკვნა იმ წამსვე მივიღე, სამყარო, რომელშიც მოვხვდი, არსებობს. მე ვაზროვნებ, ესეიგი მეც ვარსებობ და ჩემს აზროვნებას აქვს მიზეზობრიობის თვისება, თუკი მას შეუძლია შეცვალოს ჩემი ფრენის მიმართულება და სიჩქარე. ჩემი გონება სხვანაირად მუშაობდა და არა როგორც ადრე. იგი მოიცავდა ყველაფერს, ყოველმხრივ და ერთდროულად. თავში ერთმა აზრმა გამიელვა და გონებაში აღვიდგინე ჩემი ძველი გაფუჭებული ტელევიზორი. საიდანღაც ვიცოდი ყველაფერი მის შესახებ, სად და როგორ იყო აწყობილი, სად მოიპოვეს მეტალი მისი დეტალებისათვის, ისიც კი ვიცოდი რომელმა მეფოლადემ ააწყო და რომ ის ცოლოანი იყო და სიდედრთან უსიამოვნება ქონდა. საოცარია მაგრამ ვხედავდი ყველაფერს ამ ტელევიზორთან დაკავშირებულს. დავინახე რომელი დეტალი ქონდა გაფუჭებული. მოგვიანებით, როცა გამაცოცხლეს, გამოუცვალე ის ტრანზისტრი და ტელევიზორი ამუშავდა. გავიხსენე ის პრობლემა, რომელზეც ჩვენი საკონსტრუქტორო ბიურო ორი წელია თავს იმტვრევდა, წარმოვიდგინე თუ არა ეს კონსტრუქცია დავინახე რაშიც იყო პრობლემა მთელი სიგრძე სიგანით და ამოხსნის ალგორითმი თავისთავად გაჩნდა. ყოველივე ამასთან ერთად მქონდა განცდა რომ მარტო არ ვიყავი, თითქოს ვიღაც მეხმარებოდა ამ ყველაფერში, მას ვერ ვხედავდი მაგრამ მთელი არსებით შევიგრძნობდი და ვიცოდი, რომ ის იყო ღმერთი!

მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ რაღაცამ შემაწუხა, რაღაც მექაჩებოდა მაღლა, გარეთ, როგორც სტაფილოს მიწიდან. უცებ თითქოს რაღაც აციმციმდა და ჩემი და დავინახე, ის თავზარდაცემული იყო, მე კი სიხარულით და აღტაცებით გაბრწყინებული.


“ჩემთვის სიკვდილი იყო აუწერელი სიხარული და სიამოვნება, რომელსაც ვერაფერი შეედერება დედამიწაზე; - ქალის სიყვარულიც კი არაფერია იქ განცდილთან შედარებით''.

წმინდა წერილი ეფრემოვმა გაცოცხლების შემდეგ წაიკითხა და შიგ იპოვა დასტური თავისი სიკვდილის შემდგომი გამოცდილებისა და ნაფიქრალისა, სამყაროს ინფორმაციული არსის თაობაზე.

2
373
5-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
373
  
2012, 8 დეკემბერი, 1:16
რა საინტერესოა
2012, 8 დეკემბერი, 0:42
ძალიან საინტრესეოა!
0 1 2