x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
image

როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული “სვაროვსკის" ფირმა ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა, გადაწყვიტეს ისეთი მუზეუმი შეექმნათ, რომელიც ადამიანებს ბროლის ზღაპრულ სილამაზეს დაანახებდა და მათ ამ კრისტალების ჯადოსნურ ძალას შეაგრძნებინებდა. მუზეუმის შექმნის იდეის ავტორმა, ავსტრიელმა მხატვარმა ანდრე ჰალმა მისი მიწისქვეშ განთავსება მოინდომა და მას შესაფერისი სახელი: “სვაროვსკის ბროლის სამყარო" დაარქვეს. ამ უჩვეულო სილამაზის დასათვალიერებლად ავსტრიის პატარა ქალაქ ვატენში ყოველწლიურად დაახლოებით 600 ათასი ტურისტი ჩადის.

image

გამოქვაბული-მუზეუმი შვიდი ოთახისგან შემდგარი ლაბირინთია. პირველ დარბაზში სვაროვსკის ფირმის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი და პატარა ბროლია წარმოდგენილი. დიდი ბროლი 310 ათასი კარატია და გინესის რეკორდების წიგნშია შესული. ყველაზე პატარა ბროლის დანახვა კი მიკროსკოპით შეიძლება, რადგან მისი დიამეტრი სულ რაღაც 0, 8 მილიმეტრია.


image


ბროლის კედლებში სეირნობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანების ხმები, რომლებიც თქვენსავით ამ სილამაზით ტკბებიან და აღტაცების შეძახილებს ვერ მალავენ, ერთ მელოდიად გარდაიქმნება, რომელიც შორეულ ბავშვობაში მოსმენილ მუსიკას წააგავს. აღსანიშნავია, რომ თავად მევიოლინე სვაროვსკი თავისი თანამშრომლებისგან ყოველთვის მოითხოვდა, რომ მისი ფირმის მიერ

წარმოებულ კრისტალებში მუსიკის ხმა გაჟღერებულიყო.

9
3727
41-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
3727
  
2013, 31 ივლისი, 15:32
რა საინტერესო იქნება
2013, 19 აპრილი, 21:55
კარგი იქნება აქ მოხვედრა
2013, 28 მარტი, 19:35
კარგი სტატიაა ძალიან:)
2013, 28 მარტი, 19:34
ისე სვაროვსკები უნგრეთიდან იყვნენ წარმოშობით მაგრამ საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდნენ და თავისი ქარხანაც იქ გახსნენს,ყოველი დამიúშავებული კრისტალის ქიმიური ფორმულა მაშინვე ნადგურდება რომ არავინ გაიგოს საიდუმლო,როგორშეიძლება უბრალო კრისტალს შეძინო ნამდვილი ბრილიანტის ელვარება
2013, 3 თებერვალი, 14:09
სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ მუზეუმს
2012, 20 დეკემბერი, 2:00
საღოოოლ: ))
2012, 7 დეკემბერი, 0:02
მადლობა :)))
0 1 9