x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მარიო კასასი-ესპანელი "მაჩო"

image

ალბათ უმრავლესობას გინახავთ ფილმი "ციდან სამ მეტრზე", რომელმაც გულგრილი არ დატოვა არცერთი ქალის გული.

მარიო კასასი დაიბადა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1986 წლის 12 ივნისს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, თავისი კარიერა დაიწყო მოდელობით, მას იღებდნენ რეკლამებში. როდესაც მიხვდა, რომ მას კამერა მაგნიტივით იზიდავდა, დაამთავრა სამსახიობო სკოლა მადრიდში და გახდა მსახიობი.

imageგადაღებულია უამრავ სრულმეტრაჟიან ფილმში, მაგრამ მას აღირებული დიდება მოუტანა ფილმმა "ციდან სამ მეტრზე", სადაც იგი ასრულებს რომანტიული, იმპულსური და რისკიანი მთავარი გმირის, ჰაჩის როლს. ფილმის ორივე ნაწილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

imageimage


მიუხედავად ფულისა და პოპულარობისა, მარიო კასასი ყოველთვის რჩებოდა უბრალო ბიჭად, მკვეთრად გამოხატული ოჯახური ღირსებების დამცველად. მას არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუში, რომ მისთვის ოჯახი მთავარი იყო.

ესპანელი "მაჩო" ოცნებობს შეხვდეს გოგონას, რომელიც მას სამ შვილს აჩუქებს და ოჯახურ ტრადიციებს პატივს სცემს.

მას აქვს ექვსი სვირინგი-მამის, დედის, დის და ძმების სახელები აქვს ამოტვიფრული.

მარიო კასას არ უყვარს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა იგი არ მალავს ურთიერთობას მსახიობთან, რომელთანაც ერთადაც მონაწილეობს ფილმში "ციდან სამ მეტრზე 1", მარია ვალვერდთან.

imageმარიო ოცნებობს საკუთარ შვილებზე, მაგრამ არ ივიწყებს სხვის შვილებსაც. იგი აქტიურად მონაწილეობს ესპანელი ოპერის მომღერლის, ხოსე კარერასის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
image
და მოკლედ, მარიო კასასი სწორედ ისეთი პიროვნებაა, რომელიც ნებისმიერი გოგონას ოცნება შეიძლება გახდეს.

0
721
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0