x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
21 დეკემბერს მოხდება ის, რასაც მოვინდომებთ ჩვენ დღეს... ( მსუბუქი პასუხი ბერ -ლამას და ფილოსოფიური ტრაქტატი ამ დღის ფობიას...)
არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობთ თქვენ და არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობს ლამა;

მე ვიცი რომ ვფიქრობ ბევრს და თქვენც, ვიცი, რომ ფიქრობ__ალბათლამა

ნუთუ ეს ხდება დღეს და არ მომხდარა არსად??

თურმე ათასწლეულებში ერთხელ პლანეტები ატარებენ პარადს


და გამჩენს, შემოქმედს ყველაფერ მომხდარზე ალბათ აბარებენ_____პატაკს...

ეს ყოველივე სამყაროში, კანონზომიერია და რა ჰქნან??image

თუ კვლავ ყველაფერი ეს, მოხდება მშვიდად ანუ __ მიწა იტრიალებს წაღმა,

თუ ერთმანეთს არ დავყობთ და არ დავდებთ მათ ბრალად__

გაჩენას: წითლად და ყვითლად; გაჩენას თეთრად და შავად

ეს პერიოდი მოვა და ისე ჩუმად წავა,

რომ ვერაფერს ვერ გავიგებთ:


imageრა____იყო და რა იყო____არა!...






კაცთა მეობა ამ დროს დიდი წნეხის ქვეშ გავა,

კომფორტს ნაჩვევი ფსიქიკა "დაიბომბება" კვლავ და

ადამიანი დადგება ახალი პრობლემების ჯართან;

არა იმაზე მეტთან ___ვიდრე დინოზავრის ბრჭყალთან.

(ხომ გახსოვთ, დამშეულებმა კვერცხები რომ შევუჭამეთ საწყალთ

და გადავაშენეთ ასე___დაგემოვნების ფასად)

ადამიანი დადგება ახალი პრობლემების ჯართან,

"გაიხდის" თანამდებობებს ____გენერლის შინელის მსგავსად

ძვირფას განძსა და ლამბორჯინს, არც ჩინს დაგიდევს არად

სიზიპეს დარად ხელებით, მთაზე აიტანს ქვას და

თუ დაუგორდა არ იტყვის ___მორჩა, დამთავრდა, პას_და!

image











ადამის მოდგმას ახალი პრომეთე, თავიდან წაუკიდებს ნელ ცეცხლს

ერთხელ დამდნარი ოცნება__ თავიდან შეიძენს ელ-ფერს

ახალი იკაროსი კი, სანთლისგან აღარ გამოთლის ფრთებს...

imageimage


ნუ გეშინია შენ, რამეთუ მეშინია მეც... .

ერთად თუ ვიქნებით ჩვენ__ძალას წარმოვქმნით(საანდაზოს) ბევრს..

ერთი თუ გვექნება ფიქრი__მთელს ქვეყანას და ბერს

არაფერს დავკაგავთ ამ ბუნიობას__ბევრს.image

ჩვენივე გასავლელს წაგვართმევს, ბუნება კიდევ ერთ დღეს

და რაა! თქვენ გაკვირვებთ ეს???... .


P.S.

იცით მე მაკვირვებს ის___ კანონი სიყვარულის

რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ვერტიკალურია__ის

სანამ მამალი, მეზობლის დედალს, მაღლიდან მიწაზე სტკეპნის

იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, ამ დიდი გრძნობის და ღმერთის....


image



70
1933
30-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
1933
  
2014, 13 დეკემბერი, 2:09
მადლობა... :) მაშıნ თქვენ ესეც მოგეწონებათ, აქ ნახეთ––
,,დღეს დედამიწამ ბიბლიაში ჩაიხედა __ ყველაზე ხშირად''...
2014, 6 დეკემბერი, 10:59
: )) საინტერესო იყო
2012, 14 დეკემბერი, 23:59
ბაჭუტა პირადში მომწერეთ თუ შეიძლება. ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ორი კითხვა მაქვს.
2012, 14 დეკემბერი, 16:11
კაი იყო:)))))))))))))
2012, 14 დეკემბერი, 14:39
დავამარცხებთ რა :D ლელა წურწუმიას მუსიკები ჩავურთოთ ბოლო ხმაზე და :D გვერდს აგვივლის კი არა გვერდითა გალაქტიკაში გადავა... :D თუ არა და კიდე რაღაცა გეგმები გვაქვს და :D
2012, 14 დეკემბერი, 12:44
მაგარი ხარ მარა ასტეროიდს რაფერ დაამარცხებ ერთი. არა ბოროტი ძალები კი ბაზარი არაა მარა ასტეროიდს რა . დედამიწელთა განწირული ერთხმად ბღავილის შეეშინდება და გვერდს აგვივლის თუ რა :))))))). ასტეროიდზე მაგრა ვიხალისე
2012, 14 დეკემბერი, 12:44
სიყვარულს ჰორიზონტალურ მდგომარებაშიც შეიძლება ქონდეს ორი მიმართულება,ასე რომ სიყვარულის ვერტიკალურობის სხვა არგუმენტები თუ შეიძლება:Dდ
საქმეც მაგაშია რომ მხოლოდ დედალ მამლურ ასპექტშია აქ გაჟღერებული სიყვარული :დდ
პ.ს მხოლოდ მე ვხედავ ღრმა ირონიას ბოლო ორ ტაეპში?:D
2012, 14 დეკემბერი, 12:42
არა მე მჯერა რომ ამ თვეში არაფერი მოხდება, ისე კი მოხდება რა ტქმა უნდა. მარა როდის ...?
2012, 14 დეკემბერი, 12:39
აეს უკვე მაგარი განაცხადია
2012, 14 დეკემბერი, 12:39
ჯიგაოოო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10