x
image
მაიაცხვედიაშვილი
შეყვარებულობის უცნაური და ამოუცნობი ფენომენი

ვისაც ერთხელ მაინც მთელი გულით ჰყვარებია, დამეთანხმება, რომ ეს გრძნობა არის ყველაზე უცნაური და ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ვერც მეცნიერება ხსნის, ვერც თვითონ ვინმეზე შეყვარებული ადამიანი.ამ დროს ხვდები, რომ მართლა არაფერ შუაში არაა გარეგნობა, არაფერ შუაში არაა ფული.არაფერი არ განაღვლებს, გარდა იმისა, რომ ერთად იყოთ ყოველთვის...ყველაფერი მხოლოდ მისთვის გინდა და ყველაფერს სხვანაირად აკეთებ, რადგან მთელი გულით გიყვარს.ამას ხშირად ცრემლიც ბევრი მოჰყვება ხოლმე და ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ის მომენტი, როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ალბათ ყველაფრად ღირს და არც ერთი ჭკუათმყოფელი ამ შეგრძნებაზე უარს არ იტყვის, თუნდაც იცოდეს, რამდენი ტკივილი ელის წინ ამ გრძნობის გამო.


ძირითადად ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი აცინებს ხოლმე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და იყო პერიოდი, როცა მეც არ მჯეროდა სიყვარულის, ვფიქრობდი, რომ ეს არის მიჩვევა ბედნიერებასთან, როცა ორი ადამიანი იდეალურად უგებს ერთმანეთს და უჭირთ დაშორება, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთ ურთიერთობას ვეღარავისთან ვერ ააწყობენ.თუმცა აღმოჩნდა, რომ სულ სხვა რამ ყოფილა სინამდვილე.სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ვერც მე გავიგე...სანამ მაღაზიაში წასულს რამდენჯერმე არ დამაავიწყდა, რისთვის გავედი, სანამ სასწავლებლის გაჩერებას სამი გაჩერებით არ გავცდი ფიქრებში წასული და სანამ ურთიერთობის გაწყვეტის ტკივილი მთელი არსებით არ შევიგრძენი, მანამდე ვერ მივხვდი, რომ მიყვარდა.ალბათ ბევრს ემართება ასე...ახლახან შევამჩნიე, რომ ერთი ჩემი ახლობელი უკვე ერთი თვეა, რაღაცის ყიდვას აპირებს და სულ ავიწყდება.იმ ადგილზე რომ გავდივარ, სადაც ეს იყიდება, სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და არ მახსენდებაო, აღიარა.და დიაგნოზიც იოლად დავსვი, რა გასაკვირია...

არ ვიცი, რა ხდება ამ დროს გონებაში, რომ მთელ შენს ემოციებს, აზრებს და გულს ერთი პიროვნება იპყრობს.მაგრამ ბევრი რამით რომ ეს ლამაზი გრძნობა ავადმყოფობას ჰგავს და თანაც ძნელად განსაკურნებელს, ეს აშკარაა...მედიცინა კი ჯერ ისე შორს არ წასულა, რომ ამის სამკურნალოდ რაიმე მოეფიქრებინოს.ამიტომ, სიყვარულით დაავადებულებს მივმართავ, რაც ამ გრძნობაში დადებითია, ის შეისრუტეთ, მისი მავნე თვისებები კი, ეცადეთ, უკანა პლანზე გადასწიოთ და ყურადღება დაუთმოთ მხოლოდ იმას, რასაც აქედან სარგებელი მოაქვს თქვენი ემოციებისათვის...

image

0
206
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0