x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ყველაზე მახინჯი ავტომობილები -"Forbes"-ის გამოკითხვა.

2012 წელის მრავალი სიახლე მოხდა ავტომრეწველობაში, მდიდარი იყო ავტოპრემიერების მხრივ.ზოგიერთმა ავტოკონცერნმა კარდინალურად შეიცვალა იმიჯი.რამდენად მომგებიანი იქნება ეს მათთვის დრო და გაყიდვები გვიჩვენებს.მანამდე კი წლის მიწურულს "Forbes"-მა შეადგინა წლის ყველაზე მახინჯი ავტომობილების სია."სილამაზე, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ავტომობილის შეფასებაში"-ამბობს დევიდ გულდინგი, "Gooding &Co" -ს აუქციონის სახლის დამფუძნებელი.ყველაზე მახინჯი ავტომობილების სია რომ შეედგინა Forbes-მა ორ ცნობილ ექსპერტს დიზაინის დარგში სთხოვა გაეკეთებინათ შეფასება.ესენი არიან ბრეტა ბერკი (ავტორი ავტომობილებზე -"The Vanity Fair"-ში) და ლოურენს ულრიხი (ავტოექსპერტი "The New York Times"-იდან).მაშ ასე, წლის ყველაზე მახინჯი ავტომობილის "ტიტული" დაიმსახურა მეხუთე თაობის Toyota Prius-მა.ექსპერტების აზრით ავტომობილი გაბერილ პოლიეთილენის პარკს ჰგავს.მეორე "საპატიო" ადგილი დაიკავა McLaren — P1 Concept.-მა.ავტომობილი პარიზის ავტოჩვენებაზე იყო წარდგენილი.მისი გაყიდვა 2013 წლიდან დაიწყება.შემდეგი გახლავთ იაპონური Scion tC, (Toyota), ექსპერტების აზრით მისი კუბიკური დიზაინი არ შეესაბამება "ქალაქის სწრაფი გადაადგილების ავტომობილს".Dodge Avenger-მა დაიმსახურა შემდეგი ეპითეტები:"უხეში, კვადრატული, მოუხეხებელი და მძიმე".არც Mercedes-Benz SL550-მოეწონათ ექსპერტებს:"ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ავტომობილი ჰიდრავლიკური პრესისგან ააწყეს." imageimageimageimageimage





1
209
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
2013, 2 მარტი, 2:34
:D :D :D:
0 1 1