x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძაღლის ყეფას კომპიუტერი გადაგვითარგმნის

image -უნგრეთის "ეტვაშ ლორანდის" სახელობის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს დაემუშავებინათ ძაღლის ყეფის სათარგმნი კომპიუტერული პროგრამა. მკვლევარებმა, რომელთაც კრაბო მოლნარი ხელმძღვანელობს, თავიანთი შექმნილი პროგრამის საშუალებით შეისწავლეს და გაანალიზეს 14 უნგრული ნაგაზის ყეფის 6 ათასზე მეტი ჩანაწერი, რომელსაც ისინი სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცემენ.

-ექსპერიმენტების სერიების დახმარებით მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ კომპიუტერს შეუძლია განასხვავოს ძაღლის სხვადასხვა რეაქცია. ის განსხვავებულად რეაგირებს უცნობზე, გასეირნებაზე, ჩხუბზე, მარტოობაზე, ბურთზე ან თამაშზე. სწორედ ამ გამღიზიანებლებით" გამოწვეულ ყეფას აფიქსირებდნენ ფირზე, ხოლო შემდეგ გადაჰყავდათ რიცხვით ფორმაში. ჩანაწერში მიღებულ განსხვავებებს კი შემდგომ კომპიუტერი პროგრამის საშუალებით შეისწავლიდა.

-შემთხვევათა 43 პროცენტში კომპიუტერმა შეძლო, სწორად ამოეცნო სიტუაცია, თუმცა ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ის გაცილებით ზუსტია, ვიდრე ადამიანის ლაპარაკის ამოცნობისას, ამბობენ მკვლევარები. განსაკუთრებით კარგად გაართვა თავი კომპიუტერმა სიტუაციას "ჩხუბზე" და "უცნობზე". ყველაზე ცუდად ამოიცნო ყეფა "თამაშების" შემთხვევაში.

-სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლის ემოციური მდგომარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად გაისმის მისი ყეფა. ამის გარდა, სწავლულებმა ჩაატარეს მეორე გამოცდა, რომლის დროსაც კომპიუტერს უნდა ამოეცნო კონკრეტული ძაღლი ყეფის მიხედვით. პროგრამამ ზუსტად ამოიცნო ექსპერიმენტის მონაწილე ძაღლების 52 პროცენტი, რაც აგრეთვე, გაცილებით კარგია, ვიდრე ადამიანებთან მუშაობის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავება სხვადასხვა ძაღლის ყეფას შორის, თუმცა ადამიანებს არ შეუძლიათ, გაარჩიონ ეს განსხვავება. ახლა მკვლევართა ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა ჯიშის ძაღლების ყეფის ნიუანსების შესწავლაზე, რათა დაადგინოს მათი საერთო თავისებურებანი.

1
272
10-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
272
  
2012, 2 დეკემბერი, 16:37
საინტერესოა...
0 1 1