x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ხაბელოვი ოფიციალურად

20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დიდი ხანია დაიწყო და 10 დეკემბერს მთავრდება, დღევანდლამდე სეოკ-ის სამდივნოში განაცხადი არავის ჰქონდა შეტანილი. დღეს კი პირველი კანდიდატის ვინაობა გაცხადდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებს "ქართული ოცნების' ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლერი ხაბელოვი.

როგორც სეოკ-ის წესდება ითხოვს, პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე ფედერაციამ უნდა წარადგინოს. ხაბელოვის კანდიდატურა ჭიდაობის ფედერაციამ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან ოლიმპიურ კომიტეტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა. image

0
523
2-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0