x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
კურტანიძე პრეზიდენტობისთვის ემზადება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. როგორც იცით, ორიოდე დღის წინ, ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე სამართალდამცავებმა ბოროტი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამომდინარე იქიდან, რომ კაცმა არ იცის, რამდენ ხანს დარჩება გეწაძე გისოსებს მიღმა, დღის წესრიგში დადგა რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ჩატარება.

ყრილობა 15 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტობის მსურველებს კი ჭიდაობის ფედერაციაში 14 დეკემბრამდე შეეძლებათ საკუთარი კანდიდატურების დარეგისტრირება.

ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში ელდარ კურტანიძე.

შეგახსენებთ, რომ კურტანიძე "ქართული ოცნების" წევრია და ოქტომბრის არჩევნებში ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრისას მოეცარა ხელი. ასე, რომ ლუკა პოლიტიკიდან ისევ მშობლიურ ჭიდაობაში დაბრუნებას აპირებს. კულუარული ინფორმაციით, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს საარჩევნო პროგრამა და ქართული ჭიდაობის თავკაცად მოსვლის შემთხვევაში, კარდინალური რეფორმების განხორციელებას გეგმავს - მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი მწვრთნელების სამშობლოში დასაქმებას.image

4
1819
5-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
1819
  
2012, 24 დეკემბერი, 16:02
კეტილი ადამიანი ჩანს !
2012, 14 დეკემბერი, 13:18
იმედია სტრიპტიზიორობას აგარ გააგრძელებს ბატონი (ლუკა)ელდარი
2012, 2 დეკემბერი, 20:56
არც მეოცნებე რომ არ იყოს და არც ნაც-მოძელი, ისეთი არ შეიძლება ხო არაფრის მმართველად.. კომუნისტური წყობა ვერ მოიშალა ამ ქვეყანაში (უპარტიო-უპატიოა ხო?) ))
2012, 2 დეკემბერი, 18:18
მაგარი კაცია
0 1 4