x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მეცნიერები ღიტინზე მუშაობენ
image -სწავლულები უკვე მრავალი წელია, ცდილობენ, ამოიცნონ - რატომ გვაქვს ღიტინისადმი შიში. ეს შიში შეიძლება განიცადონ არა მხოლოდ ადამიანებმა, არამედ მაიმუნებმა და ვირთხებმაც. როგორც გერმანული გამოცემა "შტერნი" წერს, დღემდე გაუგებარია, რატომ გაქრა ეს რეფლექსი ევოლუციის განმავლობაში.

-არსებობს შეხედულება, რომ ის, ვისაც ეღიტინება, განიცდის არა კმაყოფილებას, არამედ ტანჯვას. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ავსტრიის ერთ-ერთ აბორიგენულ ტომში დუელში ერთმანეთს ფარშევანგების ფრთებით უღიტინებდნენ, თავის დროზე, რომაელები ღიტინს იყენებდნენ ადამიანების საწამებლად. გარკვეული მეთოდით ღიტინს საწამებლად შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. დასასჯელს ფეხების ტერფებს უშიშვლებდნენ და ყველას, ვინც გვერდზე ჩაუვლიდა, შეეძლო მისთვის მოეღიტინა. არსებობდა კიდევ უფრო გაწაფული მეთოდები: მაგალითად, ტერფზე დააყრიდნენ მარილს, რომელსაც შემდეგ ცხვრებს აალოკვინებდნენ.

-დღეისათვის, როგორც წესი, ადამიანები ერთმანეთს ხუმრობით უღიტინებენ - შესაძლოა იმიტომაც, რომ პირველი რეაქცია ღიტინზე არის სიცილი, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. ამერიკელმა ფსიქოლოგმა, კრისტინა ჰარისმა, ფოტოები გადაუღო ადამიანებს, რომელთაც შეუღიტინეს და აღმოაჩინა, რომ იმ ადამიანების სახის გამომეტყველება, რომელსაც უღიტინებენ, სულაც არ არის მხიარული და იმ ადამიანის სახის გამომეტყველებას მოგვაგონებს, რომელსაც აწამებენ.

-ღიტინი ტვინისგან აღიქმება, როგორც გამაღიზიანებელი გარედან - ხოლო ნებისმიერი გარე გამღიზიანებელი შეიძლება, იყოს მტრული და ის თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამიტომაც ჩვენ ინტუიციით ვცდილობთ, თავიდან მოვიცილოთ ადამიანი, რომელიც გვიღიტინებს.


-მსუბუქი ღიტინის დროს ადამიანი ყვირის ან იცინის. რა აზრი აქვს ადამიანის ამ რეაქციას? არსებობს ორი ჰიპოთეზა: ფსიქოლოგ ჯეიმს ლემბას მიაჩნია, რომ ეს წმინდა რეფლექსია. ჩარლზ დარვინი ამაში ხედავს იუმორის გრძნობის საწყისებს.

-თუ ჩვენ თავს მოვუღიტინებთ, სასაცილო არ იქნება. ეს კითხვა აინტერესებდა ჯერ კიდევ არისტოტელეს, რომელიც შემდეგ დასკვნამდე მივიდა: ყოველივე ის, რაც ჩვენგან ამოდის, დამოუკიდებლად იმისა, ღიტინია ეს თუ სხვა რამ, საშიში არ არის ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზმი მას უბრალოდ უგულვებელყოფს.

1
168
2-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
168
  
2012, 1 დეკემბერი, 20:50
მე ვიცი ერთი ადამიანი რომელსაც რამდენიც გინდა უღუტუნე არც ეცინება არც არაფერი :D თვითონ ამბობს არ მეღუტუნებაო და :D
0 1 1