x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვანო მერაბიშვილი შ.ს.ს.-ს განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

imageახლახან ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებას, მის ყალბ პასპორტზე და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე.განცხადება მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გააკეთა:"ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ისინი სერიოზულად ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას ვცდილობდი. ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება"-განაცხადა მან.მისივე აზრით რაც ქვეყანაში ხდება ეს საზოგადოებას აზარალებს."მაღალჩინოსანს ჩაუდეს იარაღი, რათა დაეკავებინათ. დღეს გოგა ხაჩიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, ახლა ჩემთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. ეს ეხება მთელს საზოგადოებას, რადგან ხელისუფლება აპირებს მას თვალში ნაცარი შეაყაროს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

0
36
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0