x
image
lady.ge
ზამთრის სეზონის ყველაზე მოდური ტრენდი - ლეგინგები

image
როგორც ქალების უმრავლესობა, მეც ვერ ვიტან ზამთარს, პირველ რიგში იმის გამო რომ კლიმატური პირობების გამო, ჩაცმა-დახურვის საკითხში ასე თუ ისე შეზღუდული ვარ. სიცივე, ქარი, ყინვა, წვიმიან-ტალახიანი ამინდები უდაოდ ყველა ჩვენგანს უკარგავს გამოპრანჭვის სურვილს გაღვიძებსთანავე. დამეთანხმებით ალბათ, რომ ზამთარში ყველაზე დიდი მოთხოვნა, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსზეა. მათ რიცხვში შედის წლევანდელი სეზონის ჰიტი -ლეგნგები. თანაც, ამ სეზონზე, მათი ფერი და ორნამენტაცია მაქსიმალურად გამრავალფეროვნდა, თუმცა ამ ფაქტს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. მათთვის ვისაც ფერები უყვარს, შესაძლებლობა ეძლევა ლეგინგებით ზამთრის პირქუში დღეები გაიფერადოს, თუმცაღა მათ ვინც ფეხის იდეალური ფორმებით ვერ დაიკვეხნის ან ზედმეტი წონის პრობლემაც ასე თუ ისე აწუხებს, ამგვარი სტილის ლეგინგის ტარება, გარკვეულ რისკთანაა დაკავშირდებული, რადგან ფერადი ორნამენტაცია ფორმებს ერთი ორად ამსხვილებს და ვიზუალურად თქვენი ფეხები ჩვეულებრვზე სქელი გამოჩნდება მათში. თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს და სულაც არ არის საჭირო თავი დაიჩაგროთ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ღმერთმა არცთუ იდეალური ფორმის ფეხებით და ფიგურით დაგაჯილდოვათ. წლევანდელი წელი ხომ ნაქსოვების და ერთი ზომით დიდი სამოსის ბუმით გამოირჩევა. ჰოდა თამამად ამოიცვით ლეგინგები, გრძელ ფართხუნა სვიტერთან ერთად, თბილადაც იქნებით და მოდურადაც. image
image
image
image
image
image
image

0
2351
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0