x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508439
ზაზას ექვსიანები

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, მორიგი მატჩი
მოიგო ”ატლანტა ჰოუქსმა”. ჯორჯიელებმა საკუთარ ”ფილიპს არენაზე” ერთ-ერთ აუტსაიდერ ”შარლოტ ბობქეთსთან” გვარიანად იწვალეს და ოდენ ბოლო წამებზეღა იმარჯვეს - 94:91. შარლოტელებმა საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე, მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ ელ ჰორფორდზე დაჯარიმება მოახერხეს. ჰორფორდმაც გონგამდე 4 წამით ადრე, მშვიდად ჩააგდო ორივე ჯარიმა და თანაგუნდელებს ოფიციალურად გაუფორმა გამარჯვება.
ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა
სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა (7-2 ორქულიანი, 3-2 საჯარიმოები) და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
ასევე თამაშს თამაშზე იგებს კიდევ ერთი ქართველის, თორნიკე
შენგელიას ”ბრუკლინ ნეთსი”. აივერი ჯონსონის ბიჭებმა ამჯერად ”ბოსტონ სელტიქსი” გააკრეს ბეჭებზე - 95:83. სამწუხაროდ, ჯონსონმა კვლავ უნდობლობა გამოუცხადა შენგელიას და თორმეტკაციან განაცხადს მიღმა დატოვა.


ფაჩულია შარლოტელთა გარემოცვაში

0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0