x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მომავალი სეზონი პარიზის კვირეულზე
პარიზში გაიმართა შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის კოლექციების ჩვენება.
Lanvin კოლექცია კონკრეტული ფერით, წელზე გაკეთებული აქცენტით, რთული საყელოებით და განუმეორებელი აქსესუარებით იყო წარმოდგენილი.

image

imageკარლ ლაგერფელდმა შანელის კოლექციაში ახალი ქმნილება კოსტუმი-სამეული წარმოადგინა-პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი. მოდელების მაკიაჟიც გამორჩეული გახლდათ. მათი წარბები ბჭყვიალა მძივებით იყო გაფორმებული.

image


image

imageდიორის ჩვენება როდენის მუზეუმში გაიმართა. კოლექციაში აქცენტი წელზე იყო გაკეთებული, მასიური ყელსაბამები არ-დეკოს სტილში, სხვადასხვა ტექსტურის ნარევი და მეტად ქალური კაბები გახლდათ ბილ გაიტენის საშემოდგომო კოლექციის მთავარი ხაზი.

image

image

imageYSL-ის ჩვენებაზე მოდელები გოთიკურ მაკიაჟს და მუქ სამოსში გამოწყობილები წარდგნენ.

image

სარა ბარტონის კოლექცია Alexander Mcqueen-თვის ოპტიმისტური გახლდათ. კოლექცია შედგებოდა ბეწვის, მეტალის ფურნიტურის და უზარმაზარი ფუტურისტული სათვალეებისგან, რომელიც სახის ნახევარს ფარავდა.

image

imageGivenchy-ის კოლექციაში მრავლად არის ტყავი, რომელიც ერწყმის აბრეშუმს და ხავერდს. შავი ფერის ტყავს ექსპრესიულობას მატებს წითელი ფერის დეტალები.

image

imageViktor&Rolf კოლექცია მოიცავს აბრეშუმის შარვლებს და კომბინიზონებს, მდიდრულ ქურქებს, ნახევრად გამჭვირვალე შიფონის კაბებს, რომელიც მძივებით, ბეწვით და რუშებით იყო გაწყობილი.

imageკრისტოფერ დეკარნერის წასვლის შემდეგ Balmain არ დაკარგა ხიბლი. ახალი კოლექცია გადაწყვეტილია კანისფერში და მოიცავს რთულ ყვავილებიან ნაქარგებს.

imageნიკოლა ფორმიკეტის კოლექცია Thierry Mugler-სთვის ტრადიციულად ფუტურისტული გახლდათ.

image

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0