x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თუ ფეხები გტკივათ

image დისკომფორტის შეგრძნებას ფეხის სახსრებში, მუხლებში, წვივებში, ცერსა და ქუსლებთან გამონაზარდების წარმოქმნისას, რასაც ძლიერი ტკივილები ახლავს, ხშირად ბრტყელტერფიანობა იწვევს. ამის შესახებ ალბათ ცოტამ თუ იცის. ასეთ დროს, გარდა ექიმთან ვიზიტისა და შესაბამისი მკურნალობისა, კარგი ეფექტი აქვს ხალხური მედიცინის რეცეპტსაც.

ყოველ სამ დღეში ერთხელ ფეხებზე შემდეგი აბაზანები უნდა გაიკეთოთ: 3 ლიტრ ცხელ წყალში 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა გახსენით, დაუმატეთ 8-10 წვეთი იოდის ხსნარი. აბაზანის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთია. აბაზანის მიღების შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და მტკივან ადგილზე იოდის ხსნარი წაისვით. დილით ვაზელინი გადაისვით. ამ დროს კარგია მცენარეული და რძის დიეტის დაცვა.

ძლიერი ტკივილების შემთხვევაში გამონაზარდზე ყოველდღიურად ნივრის კომპრესი დაიდეთ და 3-4 საათი გააჩერეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ ტკივილი არ მოგეხსნებათ.

0
226
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0