x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
1962 წელს ტანზანიაში გავრცელდა...სიცილის ეპიდემია.

1962 წლის 30 იანვარს ტანზანიის ერთ-ერთ სკოლაში 3-მა გოგონამ უმიზეზოდ სიცილი დაიწყეს.სიცილი სწრაფად გავრცელდა სხვა მოსწავლეებზეც 12-იდან 18 წლამდე.დღის ბოლოს 95 მოსწავლე 159-იდან განუწყვეტლად იცინოდა.ადმინისტრაცია იძულებული იყო სკოლა დაეხურა.შეტევები თანდათან ძლიერდებოდა, რამდენიმე თვეში განუწყვეტელი სიცილი მეზობელ სოფლების ბავშვებსაც გადაედო.საერთო ჯამში მთლიანად 1000-მდე ბავშვი დაავადდა."სიცილის ეპიდემიით" დაავადებულ ბავშვებს სახსრების ტკივილები ჰქონდათ, სურდო, პრობლემები სასუნთქ გზებზე, სიცილიდან მოულოდნელად ტირილზე გადასვლა, წამოყვირება.შემდეგმა სამედიცინო გამოკვლევებმა ვერ დაადგინეს სიცილის მიზეზი.სხვა რაიმე ანომალიური მოვლენა ბავშვების ორგანიზმში აღმოჩენილი ვერ იქნა.დროთა განმავლობაში "სიცილის შეტევები" შესუსტდა, ხოლო შემდეგ ბავშვებს მთლიანად გაუქრათ.ანალოგიური სიმპტომებით დაავადნენ უგანდაშიც, ბუკობას ჩრდილოეთით 140 კილომეტრში.სკოლაში 60-მდე ბავშვს აუტყდა სიცილი.იქაც ავადმყოფობის სიმპტომები ისევე უცნაურად გამოჩნდა და გაქრა, როგორც ტანზანიაში.მედიკოსებმა ვერაფერი გაუგეს ამ ამოუცნობ ავადმყოფობას, რომელსაც ადგილობრივებმა "Enwara Yokusheka" შეარქვეს.image

0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0