x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გიჟი

რუსთაველის მეტროსთან დგას თეთრწვერა ღრმად მოხუცი და დიდი ხმით ყვირის, როლში შესული დახვეწილი მსახიობივით იგრეხს სხეულს. მასთან შევჩერდით მე და ჩემი მეგობარი.
– თავი დამანებეთ!! მომშორდით!! შემეშვიით! რა გიცნებთ, მე თქვენ არ გიცნობთ!! ვინა ხართ? საიდან მოხვედით? გესმიით?!! თავი დამანებეეთთთ!!! საიდან მოხვედით, საიდანნნ?? რა ძალამ გშობათ, რა ძალამ გაგზარდათ, რა ძალამ გა-გა-ცა მტვერათთ ასე უმოწყალოოდდ?!!. არრრ“ შემეხოოოთთ, შოორს შორს ჩემგან გაბერილო ტომრებო.! ნუთუ გული სულ არავის გაქვთ?? ნუთუ გამჩენმა ძალამ სუ ოდენი ადამიანობაც არ დაგაყოლათ, ნუთუ ვერა გრძნობთ ამ მიწას?? მის სურნელს სითბოს და სიყვარულს, მიწამ რომელმაც გულზე დაინთხია თავისი შვილების სისხლი, რომელმაც ცად ააწვდინა ნიკორწმინდა და გვირილებით დაიფარა დასერილი სხეული.
აქ მოხუცი შეჩერდა და ჩვენ შეგვათვალიერა, თითქოს დაღონდა რომ ამდენ ხალხში მხოლოდ ჩვენ უსმენდით, ეს წუთით და მერე ისევ გაგრძელა.
-ვიინ ხართთ!? რომელი მუცლიდან ნაშობნიი?? რომელი გვარიდან, ჯიშიდან, ჯილაგიდან გადმოვარდნილნი?? საიდან მოდიხართთთ?! ან საით მიდიხართთთ?! ვერა გრძნობთ თქვენი მშობლის ტკივილს, რღვევას და გვემასს?? ვერა გრძნობთ ამ მიწის სიბერეს, უფრო სწორად ნაადრევ გადაბერებას??
კაცმა ცელოფნიდან მიწა ამოიღო და თითებით მოსრისა.
-შეხედეთ!! აჰაა შეხედეთ კვდებააა!! გესმითთთ?? გესმითთთ?!! მიწა რომელმაც ქრისტესავით ჯვარი იტვირთა თქვენ თვალწინ კვდება, ირღვევა და ბინძურდება. ოოო რმერთო ჩემო, რმერთო ჩემო, მომწყვიტე ამ ალაგს, გემუდარები მომკალ ეხლავე, ან წამართვი თვალში სინათლე, ანდა მაქციე ქანდაკებად, უსულო ქვად, უსისხლო მარმალილოდ და იქნებ ვეღარ ვიგრძნო ამდენი ტანჯვა, ამდენი წამება და სიყვარული, სიყვარულის ჩემი ხალხისა, მიწისა, ტყისა, ვენახებისააა. იქნებ მომეხსნას წყევლა და მეც დავისვენო. აი იმ დიდებული ძეგლივით გავშეშდე ერთ ადგილზე დააა
ამ დროს ერთმა გამლვევლა ხურდა დაუყარა ცელოფანზე. მოხუცს სახე დაემანჭა
-ვერრ გიტანთთთთ!! მომშორდითთთთ!! არამზადებოო! ბრმებოოო!! ჯილაგიდან მოწყვეტილნო. მე თქვენ არ გიცნობთ და ეს იმას ნიშნავს რომ თვითონ არ იცნობთ თქვენს თავებს. მატლნო და მღრნელნო, მუცლის მოონეებოოოო, გავერანეებუულებოო, გატიალებულნოოო!! გრცხვენოდეთთთ, გრცხვენოდეთთ ჯილაგიდან გადავარდნილნო!!
მოხუცი ისეთი გაწიწმატებული იქნევდა ხელებს რომ უკან დავიხიეთ, შემოვტრიალდით და ვაი საკვირველებავ ის გაქრა. თვალებს არ უჯერებდით და გაოგნებულნი ვეკითხებოდით ერთმანეთს ხომ არ მოგველანდათქო. მხოლოდ მიწით სავსე შავი ცელოფანიღა იყო მის ადგილზე, რომელიც სახლში წამოვიღე და პატარა ყვავილს მიუყარე ძირში. ამ სამიოდე თვეში ისეთი ლამაზი გახდა და იმხელა რომ დედაჩემი გაკვირვებული იტყვის ხილმე “რა მოუვიდა ამ ყვავილს, მგონი მე გამასწრო სიმაღლეში”ო. ყვავილი დიდია, ლამაზია, სურნელოვანია მაგრამ როგორც შევატყვე ძალიან მოწყენილი და სევდიანი, გეგონებათ უთქმელად გლოვობს, წუხს და ჩუმად სტირის.
ა. ვ. 2011წ.



2
37
4-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
37
  
2012, 29 ნოემბერი, 0:26
იმედი წარმოსახვაზე წაიკიტხე და პარალელი გავლეე
2012, 28 ნოემბერი, 19:48
გიჟი მართალს ღაღადებდაა
0 1 2