x
გვანცას





imageშენ გგონია ხმას რომ ვუწევ არ მიყვარხარ?

შენ გგონია, რომ ვბრაზდები, გებუტები?


შენს თვალებში მე ცხოვრება დამინახავს


და ცხოვრებას შევადარე ეგ ტუჩებიც.





შემიყვარდა ერთ დღეს, უცებ ეგ სითეთრე,


თაფლის თვალთა სხივი ვეღარ დავივიწყე,


მიყვარხარ და მეყვარები მარად ისევ,


წლებიც გავა და ვერასდროს დაგივიწყებ.





მინდა შენთან გავატარო ეს სიცოცხლე!


ალბათ ისევ ვიყვირებ და გავბრაზდები,


მაგრამ ერთი წამითაც კი არ იფიქრო,


რომ შეირყა გრძნობა ჩემი საფიცარი.





ჩემო ტკბილო იცოდე, რომ მე წვეთს დავლევ,


შენ თვალთაგან გადმონადენ ცრემლის წვეთებს,


სულ ალერსით ამოგიშრობ თვალთა სევდას


სიხარულად გადაგიქცევ წვიმის დღეებს.





შენ მაჩუქე მე სიცოცხლის აზრი, ზენა,


შვებას მხოლოდ შენს გვერდით ვგრძნობ სიყვარულო,


და რა უნდა მოხდეს ახლა იმისთანა,


რომ გეჩხუბო, გაგებუტო, შეგიძულო.





ვიცი, ზოგჯერ ვეღარ ვთოკავ დაღლილ ნერვებს,


ზოგჯერ ძალაც წამრთმევია საალერსო,


მაგრამ ჩემო ვერ გავუძლებ რისხვის თვალებს,


გულში სევდა ჩამეღვრება სულს დაათოვს.





მე ხომ მხოლოდ ერთადერთი რამე მინდა,


გიყვარდე და შენი სითბო მახლდეს მუდამ


მხოლოდ შენი სახება რომ მომელანდოს,


მომეხვიოს, დამაბრმავოს, თვალს ამეკრას.


4
61
11-ს მოსწონს
ავტორი:მეტალიკა
მეტალიკა
61
  
2013, 23 იანვარი, 17:53
მადლობა გაიხარე
2013, 23 იანვარი, 17:51
მაგარი ლექსია საღოლ
2012, 27 ნოემბერი, 19:57
ამ ტიპის ლექსი პირველად მომეწონა... ბრავო.....
0 1 4