x
image
violet
პროფესიონალი თაღლითი-აბენგეილ ფრენკი
imageფრენკ აბენგეილი დაიბადა 1948 წლის 27 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი უკვე ბანკების ''წარმატებული'' მძარცველი იყო.ეს ყველაფერი ხდებოდა სამოციან წლებში, გაყალბებული საბანკო ჩეკების საშუალებით მან ბანკებიდან შეძლო დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გატანა.ასევე მან განახორციელა უთვალავი ავია ფრენები გაყალბებული საბუთებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით.



მაგალითისთვის გეტყვით რომ მან თერთმეტი თვის განმავლობაში წარმატებით იმუშავა ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში პედიატრად, რა თქმა უნდა გაყალბებული საბუთებით.


image

ხოლო შემდეგ კი მან გააყალბა ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი და დაიწყო ლუიზიანას გენერალური პროკურორის ოფისში მუშაობა.



საბოლოო ჯამში, მან ხუთი წლის მანძილზე იმუშავა რვა პროფესიით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი მას არ შეუწყვეტია ჩეკების გაყალბება.მისი თაღლითობით იზარალა 26 ბანკმა მსოფლიოს მაშტაბით.ფულს იგი ხარჯავდა გართობაში, ძვირფას ტანსაცმელსა და ძვირფას რესტორნებში.მისი ისტორია დაედო საფუძვლად ფილმს-''დამიჭირე თუ შეგიძლია'' სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს


მისი დაკავება საბოლოოდ მოხერხდა 1969წელს საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემდგომ მას მიესაჯა 12წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ვინაიდან იგი დათანხმდა ფებეერთან თანამშრომლობას, მას სასჯელი შეუმცირეს და მხოლოდ 4 წელი გაატარა ციხეში

image


ამჟამად ფრენკ აბენგეილი მულტიმინიორია, დაოჯახებულია და ყავს სამი ვაჟიშვილი.იგი ფლობს საკუთარ კომპანიას-რომელიც კონსულტაციებს უტარებს ფირმებს თუ როგორ იყვნენ დაცულები ფინანსური მაქინაციებისგან

4
137
12-ს მოსწონს
ავტორი:violet
violet
137
  
2012, 27 ნოემბერი, 14:05
ჯერ კიდევ როდის ამბობდა მიშა: დროულად ითანამშრომლე ფებეერთანოო...
2012, 27 ნოემბერი, 3:52
გეტანხმები ძალიან ნიჭიერი !!
2012, 27 ნოემბერი, 3:51
კი,გიჟი და + მაგარი ნიჭიერი :D
2012, 27 ნოემბერი, 3:46
მაგარი გიჟი ვინმეა ის ფილმიც მაქ ნანახი!!
0 1 4