x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტორტი „ჰაეროვანი სასახლე"

imageმასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 10ც.
შაქარი 10 ს/კ.
პურის ფქვილი 10 ს/კ.
ვანილი 1ც.
სოდა ნახევარი ჩ/კ.

დასანამი:
მარწყვის წვენი 2 ჭიქა
კონიაკი 1 ს/კ.
შაქარი გემოვნებით.

მოსართავი:
შოკოლადი 100გრ.
არახისი ან ნიგოზი გემოვნებით.

ბეზე:
კვერცხის ცილა 4ც.
შაქარი 1 ჭიქა
ვანილი 1–2 ჩ/კ.

კრემი:
სგუშონი 350გრ.
კარაქი 200გრ.

მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (ისე რომ ჯამს რო გადმოვაბრუნებთ არ გადმოვიდეს მასა). თანდათან დავუმატოთ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული და კვლავ ავთქვიფოთ, ნელნელა ჩავყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში (რომელსაც წინასწარ გავაცხელებთ) და შევდგათ აირღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში, (ჩხირით გავუსინჯოთ ბისკვიტს გამოცხობა).


ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და დავნამოთ სიროფით, შემდეგ წავუსვათ კრემი და თავზე მოვათავსოთ ბეზე, რამოდენიმე ბეზე დავტეხოთ და შევავსოთ ადგილები სადაც სიცარიელე იქნება ბეზეებს შორის, შემდეგ წავუსვათ ბეზეს კრემი, მოვაყაროთ პატარა ნაწილებად დაჭრილი არახისი ან ნიგოზი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, დავნამოთ სიროფით, წავუსვათ დარჩენილი კრემი ბისკვიტს თავზე და გარშემო, თავზე მოვაწყოთ რამოდენიმე ბეზე, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი ან არახისი (არახისი მოვაყაროთ გვერდებზეც) გამდნარი შოკოლადი.


0
333
1-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0