x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჟანგბადი
ჟანგბადი ყველაზე გავცელებული ელემენტია დედამიწაზე. ის შედის ჰაერის, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს შემადგენლობაში . ქვიშის შემადგენლობაში ჟანგბადი 50%-ია. წყალი ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნაერთიასადაც ჟანგბადის მასური წილი 89%-ია ამავე დროს, 1მ3 წყალში 40 გრამი ჟანგბადია გახსნილი. ჟანგბადის ეს რაოდენობა უზრუნველყოფს წყალში სიცოცლის არსებობას.

ჟანგბადი ნაერთების სახით შედის ორგანიზმების შემადგენლობაში და დაახლოებით 62% ჟანგბადია. ჰაერში ჟანგბადი თავისუფალ მდგომარეობაშია 02 მოლეკულების სახით და ჰაერის მოცულობის 21% -ს იკავებს.ჟანგბადი წყალში ცუდად ხსნადი ნივთიერებაა 100მოცულობა წყალში, მხოლოდ 3 მოცულობა ჟანგბადი იხსნება.ჟანგბადს არც ფერი აქვს და არც სუნი. იგი ბუნებაში აირად მდგომარეობაშია. გამყარების ტემპერატურა -218.8 გრადუსია, ხოლო დუღილის -183 გრადუსი.ჟანგბადის სიმკვრივეა 1.43გ/დმ კუბიდა 1.1-ჯერ მძიმეა ჰაერზე.

ჟანგბადი თითქმის ერთდროულად აღმოაჩინეს მე-18-ე საუკუნის ორმა უდიდესმა ქიმიკოსმა შვედმა კარლ შეელემ და ინგლისელმა ჯოზეფ პრისტლიმ თითოეულმა მათგანმა ჟანგბადი ცდების საფუძველზე მიიღო და აღწერეს მისი თვისებები მაგრამ ორივე მეცნიერი იზიარებდა მაშინ გაბატონებულ აზრს, რომ ჰაერი მარტივი ნივთიერებაა და ვერ წარმოედგინათ რომ მათ აღმოაჩინეს მანამდე უცნობი აირი, რომელიც სხვა აირებთან ერთად ჰაერის შემადგენლობაში შედის. გადამწყვეტი სიტყვა ჟანგბადის აღმოჩენის ისტორიაში ფრანგ მეცნიერს ანტუან ლავუაზიეს ეკუთნის სწორედ ლავუაზიემ განასხვავა ჟანგბადი ჰაერისგან და დაადგინა რომ იგი წვას და სუნთქვას უწყობს ხელს.

1785წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა მარტინ ვან მარუმ აღმოაჩინა ახალი აირი, რომელსაც თავისებური სუნის გამო ოზონი უწოდა. აღმოჩნდა რომ ოზონი ჟანგბადის ატომებისგან შედგება, მაგრამ მარტივი ნივთიერება ჟანგბადისგან განსხვავებით ოზონისამ- ატომიანია .ასე აღმოაჩინეს ალოტროპიის მოვლენა .


ჟანგბადი გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში. ჟანგბადს ფართო გამოყენება აქვს მედიცინაში კერძოდ ავამტყოფისთვის სუნთქვის შესამსუბუქებლად, გულის, თიკრმელების, ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ. ჟანგბადი გამიყენება ასევე სუნთქვისთვის ისეთ პირობებში მუშაობისას სადაც ჟანგბადის შემცველობა ნაკლებია. თხევადი ჟანგბადი გამოიყენება სარაკეტო ძრავებში სათბობის დასაჟანგად. ასევე იყენებენ ფეთქებადი ნარევის მისაღებად რომელსაც მერე იყენებენ სამშენებლო ტერიტორიის და საბადოების დამუშავების ადგილებში.მეტალთა ჭრის და შედუღებისთვის სადაც იყენებენ ჟანგბადის და აცეტილენისნარევს რომლის წვის შედეგად შესაძლებელია საჭირო მაღალი ტემპერატურის(3000გრადუსზე) მიღწევა.ეს პროცესი სპეციალური აპარატურის საშუალებით ხორციელდება.ჟანგბადის როლი დედამიწაზე მიმდინარე სასიცოცხლო პროცესში და ტექნიკის ნებისმიერ დარგში ძალიან მნიშვნელოვანია.









0
5585
2-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
5585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0