x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სიცილის თერაპია

image- ბოლო პერიოდში ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ გელოტოლოგიას, ანუ სიცილის თერაპიას. მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს სიცილს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიცილის თერაპიის ფუძემდებელია ამერიკელი ჟურნალისტი ნორმან კოზისი, მან 70-იანი წლების დასაწყისში "სარისკო" ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე: ის რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებს უყურებდა. როგორც კოზისი ირწმუნება, სიცილის თერაპიის სეანსების მერე მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, განთავისუფლდა სახსრების ტკივილისგან. ამის შემდეგ მან შექმნა სპეციალური კათედრა, სადაც სიცილის თერაპიის დაახლოებით 600-მდე სპეციალისტი მუშაობს. ისინი სწავლობენ სიცილით მკურნალობის შედეგებსა და მეთოდებს.

- გელოტოლოგები აღნიშნავენ, რომ სიცილი ამცირებს ტკივილებს, კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს, ადუნებს კისრის და ზურგის კუნთებს, არეგულირებს თავის ტვინისა და გულის მუშაობას. ისინი გვირჩევენ, გავიცინოთ მაშინაც კი, როცა არ გვეცინება;ვუყუროთ რაც შეიძლება კომიკურ, სასაცილო გადაცემებს, ფილმებს, ხშირად ვიკითხოთ ანეგდოტები.

- ასე რომ, გელოტოლოგები გვირჩევენ, ვირწმუნოთ სიცილის ძალა, რათა დაავადებებმა ადვილად არ დაგვამარცხოს.

0
477
3-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0