x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ "აახია" ბიზნესი თეიმურაზ ალიბეგაშვილს და როგორ გახდა ქვიშის კარიერის "გენერალი" ცეზარ ჩოჩელი
imageგენერალურ პროკურატურაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ათასობით სარჩელია შესული, გარდა გახმაურებული საქმეებისა თავის დროზე მაშტაბურობით რომ მიიქციეს მასმედიის ყურადღება, არანაკლებ დროულ გადაწყვეტას ითხოვს წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულთა საქმეები.
ქსნის კარიერის ყოფილი მფლობელი 55 წლის თეიმურაზ ალიბეგაშვილი თავს სწორედ ”ნაციონალური” გაუმაძღრობის და უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს. ექსკლუზიურად “ქართულ სიტყვასთან” ბიზნესის წართმევისა და ოჯახის განადგურების სქემაზე პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული თეიმურაზ ალიბეგაშვილი საუბრობს:


“შ.ს.ს. ტრუქტურაში მრავალწლიანი სტაჟი მაქვს, წლები ვიყავი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული სამმართველოს პოლიციის უფროსი, სავალდებულო სამსახურის შესრულების დროს მძიმედ დავიჭერი და 2001 წელს ინველიდობით გავედი თადარიგში. მხოლოდ პენსიის იმედზე ვერ ვიქნებოდი ოჯახი მყავდა, როცა გამოვჯანრთელდი გადავწვიტე კერძო საქმე დამეწყო. ინჟინერიც ვარ სპეციალობით და გავკეთე კომპანია, დანაზოგი თანხები მე არ მქონდა, ამიტომ გავყიდე უძრავი ქონება, კიდევ სესხად ავიღე, რომ ჩამედო საქმეში და ნულიდან დავიწყე ფაქტიურად ყველეფერი, წარმატებასაც მივაღწიე. შემდეგ ქსანში კარიერი ვიყიდე, ქვიშა – ხრეშის ლიცენზიაც ავიღე და 2008 წლამდე კარგად მიდიოდა ყველაფერი.
ავბედითი ომის შემდეგ, სიტუაცია გართულდა. იქამდეც იყო ნიშნები ბიზნესის დატერორების, მაგრამ პირადად მე არავინ შემხებია შეიძლება იმიტომ, რომ ბევრ მილიონებზე და მილიარდებზე არ მქონია ბრუნვა. მერე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ბიზნესი არ შედიოდა ვიღაცის ინტერესში. მაშინ რა თქმა უნდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნათესაური კავშირებით ნუკრი ალიმბარაშვილი სამსახურში მივიღე, არსად მუშაობდა შემეცოდა და გვერდში დავიყენე, სპეცილურად იყო შემოგდებული ახლა, რომ ვაანალიზებ ვხვდები მაგრამ მაშინ ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ, ამ ადამიანმა მოინდომა გაცილებით მეტი, ჩემს ჩუმად დაიწყო თანამშრომლების დაშინება, ქურდული მეთოდებით წილებში ჩაჯდომა, მოკლედ ბევრი დეტალი იყო, რისი მოყოლაც შორს წაგვიყვანს. ერთი კია, რა თანხაზეც ხელი მიუწვდებოდა დაიტაცა. როცა ეს გამოვარკვიე გავუშვი სამსახურიდან და მოვთხოვე ფირმის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც თავიდან მივამაგრე სამსახურის საქმეებისთვის. მან უარი განაცხადა და გადავიდა მუქრაზე, შენ “ნაძაღლარი ხარ” ქურდებს ჩავრევ და სულ აგახევთ და ა.შ.
არ მინდოდა რამე შარში გარევა და მივმართე პოლიციას კუთვნილი მანქანის დასაბრუნებლად. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მცხეთის პოლიციაში. კარგად იმუშავეს სამართალდამცავებმა, ამოიღეს მანქანა, თუმცა უკვე გადასაგდები იყო, ნაწილებიც კი ამოცლილი ჰქონდა, ის თანხა კი რაც გატანილი ქონდა კარიერიდან შერჩა. საქმე არ იყო დახურული.
ამ ამბიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ მიჭერენ, ყველაფერი ხდება უკვე ჩემთვის ნათელი, რადგან საქმე აღძრული სისხლის საქმე ნომერი 032080051 ალიმბარაშვილის წინაარმდეგ 2008 წლის 19 თებერვალს, ტოიოტას ჯიპის მარკის ავტომანქანის თაღლითური გზით მითვისების და დაზიანების ფაქტზე, სადაც ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მიტრიალდება მე და საერთოდ ქრება 2008 წლის მასალები. როცა მე სასამართლოზე მოვითხოვე ამოღება ალიმბარაშვილის საქმის, გამქრალი აღმოჩნდა და ჩემ სასამართლოზე ალიმბარაშვილი წარსდგა როგორც დაზარალებული.


– ეგ როგორ?



– ნუკრი ალიმბარაშვილის კრიმინალური ქმედება, მანქანის წართმევა და თანხები აღარსად ფიგურირებს და ჩემს წინააღმდეგ არის შემოტრიალებული საქმე. თითქოს საგადასახადოს ვუმალავდი გადასახადებს. ამის შემდეგ შემომდის ფინანსური პოლიცია. მივაკითხე ფინანსურის გამომძიებელს ვითარების გასარკვევად, მაგრამ მათგან რას გავარკვევდი სწორედ მათი დახმარებით და პროკურატურის ჩარევით მოახერხა ნუკრიმ საბუთების გადამალვა და მასზე აღძრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეწყვეტა. ყველაზე საინტერესო ეს ნაწილია სწრედ. რა გარიგება მოხდა მათ შორის? ნუკრი არ იყო ის ადამიანი ვინც ზემოქმედებას მოახდენდა სახელმწიფო სტრუქტურებზე, თუმცა (როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ) გავარკვიე ცეზარ ჩოჩელის ინტერესებში შედიოდა ჩემი მოცილება და სწორედ მას გაურიგდა ალიმბარაშვილი.


– ჩოჩელი რა შუაში იყო?


– ჩემი დაპატიმრების შემდეგ ჩერდება საწარმო, ჩემთან შემოდის გამომძიებელი მევლუდ ბაკაშვილი და მეუბნება, შენზეა დამოკიდებული შენი კარგად ყოფნაო. მივუხვდი გამონათქვამს და ვკითხე, რა გუნდათ 50 % თქო? გაეცინა და მითხრა, 100%ზე გვეხვეწებიან ოღონდ გარეთ იყვნენ და შენ არ გდომებია კარგად ყოფნაო. მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ შევინარჩუნე საწარმო და აღარ ვჩიოდი პატიმრობას, ჩემს შვილებს მაინც დარჩეს, გაყიდიან და უსახლკაროდ არ დარჩებიანთქო.
ამ დროს კი თურმე კრიმინალ ნუკრი ალიმბერაშვილს გადაუფორმეს გაყალბებული საბუთებით ჩემი კარიერი. ერთ-ერთ დამფუძნებელს ნერვიულობისგან გული გაუსკდა, რომ გამოვედი გარდაცვლილი დამხვდა ეს ადამიანი. მესამე დამფუძნებელმა ქალბატონმა ნელი ბეგიაშვილმა პასუხი მოთხოვა ნუკრის, როცა ნახა რომ მასალა გადიოდა კარიერიდან შ.პ.ს.-ს უნებართვოდ. ალიმბარაშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა:” ჩემთან რა გინდათ, ჩოჩელს მოთხოვეთო.
ჩოჩელმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თავის ქვიშა-ხრეშის ქარხანა სწორედ ჩემს მოპირდაპირე მხარეს გადმოიტანა. მას მასალა ხომ უნდოდა კარიერის სახით? იმას კარიერი არ ჰქონდა, ჩემი საკუთრება იყო. ამიტომაც ამუშავდა სქემა 60 ათასი კუბია გატანილი კარიერიდან, განადგურებულია ყველაფერი, ძალიან დიდი ზარალია. არც კი ჩადიოდა ალიმბარაშვილი ქსანში, კარიერის ტერიტორიაზე შედიოდნენ ჩოჩელის კომპანიის კუთვნილი ტექნიკით და გამოჰქონდათ ჩემი კარიერის მასალა. ჩოჩელის და ალიმბარაშვილის გარიგების არსი კი სავარაუდოდა ასეთი იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს: ჩოჩელმა კარიერის მასალის სანაცვლოდ ალიმბარაშვილს დაჰპირდა საქმის შეწყვეწტაში დახმარებას, მან მოასყიდინა შესაბამისი ორგანოები, არაა გამორიცხული მიეცა ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში ( სავარაუდოდ სხვა პიროვნებების სახელზე გაფორმდებოდა). ამ მიწის ნაკვეთით კი ფინანსური პოლიცია, ან პროკურატურა მოისყიდეს, ალიმბარაშვილს გაუქრეს თაღლითობის საქმე, ეს კი ძალიან რთულია და უახლოეს ადამიანებსაც კი ვერ უკეთებენ, დიდი დანაშაულია. თუმცა შედეგით ყველა მოგებული დარჩა. ეს ყველაფეირ ახლა გავარკვიე რაც გამოვედი ციხიდან. უკვე შევიტანე პროკურატურაში სარჩელი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს როგორ მოხდა გარემოს დაცვის სამინისტროს მეშვეობით ალიმბარაშვილზე კარიერის ლიცენზიის გადაფორმება, უნდა დაისაჯონ საქმის დამალვის გამო გამომძიებლები მჟავანაძე და ბაკაშვილი.
ყველაზე დიდი დანაშაული კი სასამართლომ ჩაიდინა, რა თქმა უნდა პროკურატურის დავალებით. ციხიდან წამიყვანეს სასამართლოზე არავითარი მოწმე არ დაუბარებიათ, ითხოვდნენ თანამშრომლები დაკითხვას, მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება, საპროცესოს რომ დავთანხმებულიყავი, ამ შემთხვევაში ხომ იცით როგორც ხდებოდა, მუხლს მუხლზე გიმატებდნენ მეტი რომ გადაგეხადა, ამიტომ უარი ვთქვი. მომისაჯეს 3წელი და 9 თვე. ეს იყო სისხლის სამართლის საქმე . გაგულისებულმა ალიმბარაშვილმა, იმით რომ დამაპატიმრეს მიჩივლა, როგორც დაზარალებულმა, თითქოს მას წავართვი და მივითვისე საწარმო და ფული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი ხელში მეჭირა, რომ ჩემი დაარსებული იყო, ფულადი კაპიტალი მე ჩავდე მოსამართლემ არ გაითვალისწინა არაფერი. მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა ჩაიდინა ყველაზე უსამართლო რამ, პროკურატურის ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა! სასამართლოზე ნასაუბრებ ჩვენებებს არაფერი ქონდა საერთო განაჩენთან.
ბუღალტერი მოჰყავდათ 5 პროცესის მანძილზე და არაფერი თქვა ჩემს საწინააღმდეგოდ, მეექვსე პროცესზე კი მას დაადებინეს ხელი თითქოს მე დავავალე საბუთების გაყალბება, მასაც დაემუქრენ დაჭერით. პროცესზე ბუღალტერის ადვოკატი ოლღა გეჯაძე, რომელიც სახაზინო წესით მიუჩინეს პირდაპირ ჩემს თვალწინ აიძულებდა ყალბი ჩვენების მიცემას, ეუბნებოდა თუ ამას არ იტყვი მე აღარ დაგიცავო! რა ლოგიკაზეა საუბარი, ვის საწინააღმდეგოდ უნდა გამეყალბებინა საბუთები, ჩემს საწინააღმდეგოდ?


– ციხეში თქვენზე იყო ზეწოლა?


– სანამ მომისჯიდნენ, მანამდე ვიყავი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მართალი გითხრათ ამის გახსენებაც არ მინდა. მე თანამშრომელი ვიყავი და დაცულად, უსაფრთხო საკანში ვიყავი, მაგრამ სიმწრისაგან არა მარტო მე ვისაც არ აწამებდნენ ყველა თითებს იჭამდა, იმდენად გაუსაძლისი იყო ნორმალური ადამიანისთვის სხვა საკნებიდან გამომავალი ხმები, თან როცა ვერ გადიხარ და ვერ შველი _ საშინელებაა. ელექტროენერგია იყო და მაინც “დვიჟოკს” რთავდნენ, მაყუჩს აძრობდნენ უფრო დიდი ხმა, რომ ყოფილიყო და პატიმრების ყვირილი გადაეფარათ, თუმცა ეს შეაკავებდა არაადემიანურ ხმებს? თან მაშინ ციხეს ქილერა მართავდა. ასევე სისატიკით იყო ცნობილი ცხრათითაც (კახა ყალიჩავა).
ახლა კი უნდა ბევრს ბედუკაძე ჯალათად “გაასაღოს” მაგრამ მხოლოდ მისი მორიგეობის დროს იყო სიწყნარე მე-8-ში. მაგაზე წესიერი და გაწონაწორებული კაცი იმ სისტემაში არ იყო, იცოდა კრიმინალს როგორ უნდა დალაპარაკებოდა და ნორმალურ ადამიანს, მაგრამ შეურაწყოფა მოგვაყენეო, ასეთი რამ არ გამიგია მასზე. ბადრაგებიც შედარებით კარგები იყვნენ იმ სმენაში, ის იყო პასუხისმგებელი პირი მორიგეობაზე და ალბათ მას ემორჩილებოდნენ. სასამართლოზე რამდენჯერმე გამიყვანეს ამ დაწესებულებიდან და საერთოდ გინებით უნდა გაეყვანე ასეთი წესი ჰქონდათ, თუ ბედუკაძის მორიგეობაზე დაემთხვეოდა ჩემი გაყვანა მხოლოდ მაშინ არ იგინებოდნენ!
შემდეგ ავჭალაში გადამიყვანეს, ბოლოს “მატროსოვზე”, აქ კი მართლაც ადამიანური პირობები იყო, ერთი ზედმეტი არ მახსოვს. ერთი ხელმძღვანელობა ყავდა ამ დაწესებულებებს, თემური ტაბაღუა იყო დირექტორი, მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი. ისე გარეთ, რომ გამოვედი გარეთ უფრო შემეშინდა, ბევრი გაბოროტებული დადის. ციხეში 20-25 პროცენტი ზის ნამდვილად დამნაშავე, დანარჩენები ოჯახის ადამიანები არიან და ქვეყანას საფრთხეს ვერ შეუქმნიან.
მე შეიძლება ფიზიკურად არ მაწამეს (თუ არ ჩავთვლით ინსულტს, რომელიც ციხეში დამემართა ნერვიულობაზე) მაგრამ ფსიქოლოგიურად გამანადგურეს.


ჩემი დაჭერიდან რამდენიმე თვეში არ მაკმარეს რომ მინადგურებდნენ საწარმოს და ჩემი 25 წლის ვაჟიც დაიჭირეს, მესამე წელია სასჯელს იხდის უკვე, ახალგაზრდა საღსალამათი ბიჭი გაანადგურეს, ცალ ფილტვში ჩირქი აქვს, ტუბერკულიოზით დაავადდა, რამდენმეჯერმე აწამეს და ახლა უმძიმეს დღეში ქსნის ტუბ. ზონაში ელოდება ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას. ეს ამინისტიაც ჯერ გაურკვეველია როგორ ამოქმედდება.
ნაწამები პატიმარიისე, მამაც რომ ცოცხალი მყოლოდა იმასაც დაიჭერდნენ, ჩემ შვილს რა თქმა უნდა, მისწვდა მათი საცეცები, რადგან იცოდნენ პრეტენზია ექნებოდა ჩემს ქონებაზე, ჩავიდა კიდეც ქსანში და გააფრთხილა ყველა როცა დამიჭირეს, არაფერი დაიკარგოს ქარხანიდანო, მაგრამ ისიც უკან მომაყოლეს. დაკავებამდე ერთი თვე დასდევდა ბათუმის კუდის 3 მანქანა, ერთ-ერთი იყო კუდის თანამშრომელი დევაძე. დედამისი ბათუმში ცხოვრობს და იქ იყო ხშირად ვახო, თან პირობითი ჰქონდა და სულ ფრთხილობდა საბაბი არ მიეცა ვინმესთვის, დაჭერამდე პრობაციაში აცნობა კიდეც, რომ დაჰყვებოდნენ ორგანოდან და გაემახვილებინათ ყურადღება. ალბათ მაშინ კიდევ ქონდა იმედი რომ სადმე არსებობდა სამართალი. ვერაფერი უნახეს მიზეზი, ბოლოს ტაქსისტი მიუგზავნეს სახლთან ახლოს გაჩერებაზე, ისიც გავარკვიე, რომ იმ დღესაა გაფორმებული მასზე მანქანა, ამოვიღე ნომრებიც.
ტაქსისტს მგზავრობისას დაუწყია ბათუმში ჩასულების გინება. არ ესიამოვნა ჩემ შვილს და შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ტაქსისტმა მასაც გინება დაუწყო, გაბრაზებული, მამისტოლა კაცს, რომ ვერ დაარტყა, გადმოსულა და მანქანის კარებზე მიურტყია ფეხი. ასე აღმოჩნდა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ციხეში. გაუმრთელეს პირობითი და 7 წელი მისცეს, პირობითი რაზეც ჰქონდა ის მუხლებიც დამატებული იყო თავის დროზე, მაშინ ქარხანა კარგად მუშაობდა და გირაოთი გამოვიყვანეთ და რასაც მეტს აიღებდნენ, მით უკეთესი. მითუმეტეს რომ პირველი დანაშაულიც არ აქვს დამტკიცებული.


– ციხეში თქვენ შვილზე ვინ ძალადობდა იცით?


– ჯერ ბათუმში იყო, გაუსაძლის პირობებში, პირველად იქ სცემეს, ვინმე კონცელიძემ ჩაუმტვრია ხერხემალი. მეორედ კი გლდანის 18 დაწესებულებაში “რეზბალნიცაში” აწამეს, რადგან გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა ორგანოების გაყიდვაზე. მას ჩემსავით გამოცდილება რომ ჰქონოდა, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ცდილობდა ინფორმაციის გადაცემას. ეს, რა თქმა უნდა, გაიგეს და შევიდნენ დასასჯელად, კიდევ გელანდება ეგ სიზმრებიო ეუბნებოდნენ? რომ არავის დაეჯერებინა მისი ნათქვამი გიჟად გამოაცხადეს. როგორც თავად მითხრა ვაჟა ცხვედიანმა და გიორგი ავსაჯანიშვილმა ჩაიყვანეს “რეზბალნიცის” მორგში, მკვდარზე მიუბამთ და თვალებში აყრიდნენ სიგარეტის ფერფლს, ცალ თვალში დაქვეითებული აქვს მხედველობა! ცემისგან ხერხემალი გამრუდებული აქვს. 27 წლისაა ახლა და ფაქტიურად ნახევარი სიცოცხლე წაართვეს.
მოკლედ, ასეთ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ძალიან მინდა იმედი მქონდეს, მაგრამ ახლაც რეალურად ვაფასებ სიტუაციას. უკვე ვხედავ, რომ ძალიან აჭიანურებენ პატიმრების თემას. რაღაცის ეშინიათ, დაავადებულია ხალხი, აღარ შეიძლება მათ კიდევ თვეობით იცადონ საპატიმროებში ხელოვნური ბერიერების გამო. ბოლოსდაბოლოს პატიმრების ხარჯზე მოვიდენ ხელისუფლებაში. რადგან რომ არა ეს კადრები, დაშინებული ხალხი ამდენს ვერ შეძლებდა. მე რაც გამოვედიციხიდან აქტიურად ჩავები “ოცნების” აქციებში და იმისთვის არა, რომ თავისუფლების ინსტიტუტს ისევ თავისი კაცი სოზარი “დაესვა” სკამზე. უკვე გამოჩნდა, რომ სუსტია და თავს ვერ ართმევს კარგად საქმეს. ერთადერთი ლალი მოროშკინაა მანდ ვისაც შეუძლია პატიმრებთანაც გამონახოს საერთო ენა და დაარეგულიროს სიტუაცია. ივანიშვილს, თუ ასე გააგრძელეს ძალიან მალე შეულახავენ სახელს. გასაგებია რომ ეშინიათ კრიმინოგენური ვითარების გაუარესების, მაგრამ კიდევ ვამბობ ნამდვილი კრიმინალები იქ 20%-მდეა და მათ გამოშვებაზე არაა საუბარი.
ჩემი შვილის მსგავსად ორი მუხლით შეკრებითობით უამრავი პატიმარი ზის. ამბობენ, ცალ-ცალკე დანაშაულებით ვიმსჯელებთო, მაგრამ დრო მიდის და სანამ კიდეა შანსი, რომ გადარჩნენ მანამდე გაათავისუფლონ ასეთი ხალხი. რეალურად ხომ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლია უმეტესობა?!
37 წელი მოგონილი იყო იმასთან რაც ხდებოდა ამ წლებში, არავის ვუსვურვებ, რომ შევიდეს და თავის თავზე გამოცადოს რაც ხდება ციხეში. უსამართლო სამართალმა დაღუპა საკმაოდ დიდი და საღი ნაწილი საზოგადოების. დღეს ამინისტია მხოლოდ იმათ არ აწყობთ, ვინც ცრუ ჩვენებები მისცა და მათ გამო აღმოჩნდა უამრავი ადამიანი ციხეში, რადგან საქმეების 80 % იყო რეალურად ფაბრიკაცია.


მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა"

2
651
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
651
  
2012, 24 ნოემბერი, 19:01
მჟავანაძე ნაძირალაა. რამდენი ადამიანი ყავს გამწარებული უკანონოდ. ქრთამს იღებდა და ისე "კერავდა" საქმეებს. ამიტომ იხდის სასჯელს, მარა მაგიც ცოტაა მაგისთანა ნაძილასთვის.
2012, 24 ნოემბერი, 18:35
აზრზე ხარ რეებს აკეთებდნენ?ეხლა არ თქვას ზოგმა რომ მოგონილიაო
0 1 2