x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაფე-სანაყინეს დიასახლისმა ქმრები დახოცა და საყინულეს თაროებში შეინახა.

imageვენაში ასამართლებენ ესპანეთის მოქალაქეს, რომელსაც პრესამ "საყინულეს მკვლელი" შეარქვა.გამოძიების ვერსიის თანახმად მან ყოფილი ქმრები დახოცა, დაანაწევრა და სანაყინეს საწყობის თაროებში შეინახა.32 წლის ესტიბალის კარანსა ზაბალამ-პირველი ქმარი 2008 წელს მოკლა, მიზეზი, როგორც მან განაცხადა ის იყო, რომ გაყრის შემდეგ ყოფილი ქმარი ისევ მასთან ცხოვრობდა და არ ცდილობდა, რომ მოეძებნა ახალი საცხოვრებელი ადგილი.იგი, კომპიუტერთან მჯდომ ქმარს უკნიდან მიეპარა და 3-ჯერ ესროლა "ბერეტას" ტიპის იარაღით.თავიდან არ იცოდა რა მოეხერხებინა გვამისთვის, აპირებდა დაეწვა, მაგრამ შემდეგ ელექტროხერხით დაანაწევრა და საყინულეს საწყობის თაროზე შეინახა.ესტიბალისი დიდხანს არ დარჩენილა მარტო, მალე მან ახალი რომანი გააბა მენაყინე მანფრედ ჰინტერბერგერთან, რომელიც ბევრად უფროსი იყო მასზე.მეორე ქმრის მკვლელობის მიზეზად მან ღალატი დაასახელა.მანფრედი ღამით, ძილის დროს მოკლა ტრადიციულად "ბერეტას" იარაღით, შემდეგ ისიც დაანაწევრა და პირველი ქმრის გვერდზე მიუჩინა ადგილი.მკვლელობა სრულიად შემთხვევით გაიხსნა კაფე-სანაყინეს სარემონტო სამუშაოების დროს.როცა ქალი პოლიციამ აიყვანა, აღმოჩნდა, რომ იგი 2 თვის ფეხმძიმედ იყო სხვა მამაკაცისაგან.იგი მესამედ ამა წლის მარტში გათხოვილა და ვინ იცის რა ბედი ეწეოდა მის მესამე ქმარსაც.პირველი სასამართლო 2012 წლის 19 ნოემბერს გაიმართა და კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.დასაკითხია 50 მოწმე და 7 ექსპერტი.imageimage

3
121
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
2012, 6 დეკემბერი, 15:27
მკვლელობასაც გააჩნია,ეს ვინ ყოფილა
2012, 6 დეკემბერი, 14:41
ხოო ამ მკვლელობაზე მაგარი ამბავი იყო..უცხოეტის ტელევიზები აქტიურად აშუქებდნენ
2012, 6 დეკემბერი, 14:21
ეუფ
0 1 3