x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საპატრიარქომ სამებაში მკაცრი განცხადება გააკეთა და ყოფილი მთავრობა გააკრიტიკა

imageდღეს სამებაში წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა იაკობმა იქადაგა და საკმაოდ მკაცრი განცხადებაც გააკეთა. მამაოს პირდაპირ სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ აშკარა იყო ვისაც გულისხმობდა, როცა თქვა ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანი აუცილებლად სულგრძელი ვერ იქნება, ის შეიძლება სულმოკლეც იყოსო.

ეპისკოპოსმა ქართველ ერს გიორგობა და სამების კურთხევის დღე მიულოცა. ქადაგებაში შეეხო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ახსენა მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები. “რომელ გამარჯვებაზე იყო საუბარი, როდესაც რუსთაველზე დაღუპული ხალხის ცხედრები ჯერ გაცივებულიც არ ყოფილა. ყველამ თავის გულში უნდა ჩაიხედოს და მოინანიოს თავისი შეცოდებანი. თუ თვითონ აღიარებენ შეცდომებს, მერე ქართველმა ხალხმაც შეიძლება შეუნდოს. არავინ არ უნდა შეუშალოს ქართველი ხალხის არჩევანს ხელი. იმედს ვიტოვებთ, რომ არჩევნების მერე ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდებაება და აღარ შეეცდებიან ქართველი ერი დაამსგავსონ ჯოგს, რომელსაც საითაც მოუნდებათ იქით გარეკავენ'' - განაცხადა ეპისკოპოსმა.

1
404
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
404
  
2012, 1 დეკემბერი, 18:39
რწმენა თუ გადაგვარჩენს..თორე ჩვენ სხვა არაფერი გვიშველის
0 1 1