x
image
თეონა ასტამაძე
გარეგნობის სტანდარტები სასამართლოს მოხელეებისთვის
მოხელე თავისი გარეგნობით უნდა შეესაბამებოდეს მისი პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს.

1. რეკომენდირებულია მოხელე იმოსებოდეს კლასიკურად (პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, ქვედაბოლო და სხვა).

2.მოხელე უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით, დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენრტიული ჩაცმულობა.

3. დაუშვებელია საქმიან სტილთან სხვა სტილის ( მაგ: სპორტული, საშინაო) აღრევა.


4.მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ტანსაცმლის ფერთა სიჭარბე. სასურველია მაქსიმუმ ოთხი ფერი ფიგურირებდეს. აქედან ერთი უნდა იყოს ნეიტრალური ( თეთრი, შავი ტონალობები, რძისფერი ან კრემისფერი).

რეკომენდირებულია ასევე ყავისფერი, მუქი ლურჯი.

5. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება რომელზეც წერია შეურაცმყოფელი სიტყვები, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

6. როგორც ქალი ასევე კაცი მოხელეებისთვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.

7.კაბა, რომელსაც ქალი მოხელე ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს.

8.დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება.

9.მამაკაცებისთვის მიზანშეწონილია ჰალსტუხის ტარება.

10.დაუშვებელია ტანსაცმლის მასალას შეადგენდეს ჯინსის ნაჭერი.

11. მოხელემ უნდა ატაროს ყავისფერი, შავი ან სხვა მუქი ფერის ფეხსაცმელი და ერთი ტონალობის წინდები.

12.მოხელემ პრაქტიკული დანიშნულებისამებრ უნდა შეარჩიოს აქსესუარები.

13.დაუშვებელია სასამათლოში ქუდის, კეპის ან სხვა თავსაბურავის ტარება გარდა რელიგიური გამონაკლისებისა.

14.მოხელე უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და იყოს მუდმივად მოწესრიგებული.

15.მოხელემ ყოველდღიური პარფიუმერია და კოსმეტიკა უნდა შეარჩიოს გემოვნებით და გამოიყენოს ზომიერად, რათა არ იწვწვდეს გაღიზიანებას სხვა მოხელეებსა და მოქალაქეებში.


მოხელის მიერ სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.



1
33
13-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
33
  
2013, 10 იანვარი, 22:38
მოიცა ეს მართლაა სადმე დადგენილი?არასდროს არ მსმენია მსგავსი რამ:)))
0 1 1