x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!

ბიძინა ივანიშვილიირაკლი ოქრუაშვილი










რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი, ამ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ინტერესია.

როგორც თავად ოქრუაშვილის განცხადებებიდან ჩანს მისი სურვილია რაც შეიძლება ბევრი ყოფილი თანამოაზრე იხილოს განსასჯელის სკამზე.

„ბატონი ირაკლის პოზიცია გახლავთ შემდეგში, თუ ბატონი ირაკლი დაინახავს, რომ საქართველოში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულია ან აპირებენ განხორციელებას რეალურად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები“ - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა.


რაც უფრო აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და კონკრეტულად ვისი ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთება მისი ჩვენებების საფუძველზე, მით უფრო გასაგები გახდება რომელი პოლიტიკური "კლანის" დაკვეთის შემსრულებელია ოქრუაშვილი. პარალელურად რამდენად შეძლებს ოქრუაშვილი დაუმტკიცოს ივანიშვილს იმ ბრალდების აფსურდულობა, რომლითაც ივანიშვილ ოქრუაშვილის ურთიერთობა დაიწყო ამასაც უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. შეგახსენებთ:არჩევნებამდე ივანიშვილმა გაზეთ "ასავალ დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოქრუაშვილის შესახებ განაცხადა რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ თანამშრომლობდა. თავის მხრივ ირაკლი ოქრუაშვილმა ეგრევე მედიის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომ ფრანგი ადვოკატების მეშვეობით, ვერსალის სასამართლოში შეიტანდა სარჩელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სახელისა და ღირსების შემლახავი დაუდასტურებელი ინფორმაციების გავრცელებისთვის."

ვანო მერაბიშვილიირაკლი ოქრუაშვილი. მიხეილ სააკაშვილი.



სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთერთმა მომხმარებელმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 5 დღის წინ ჩავიდნენ პარიზში. იქვე მეორე დღეს ჩავიდა გიორგი ფოფხაძე. 3 დღის შემდეგ კი ოქრუაშვილი ყველასთვის მოულოდნელად ჩამოდის თბილისში და ჯდება ციხეში. გიორგი ბრუნდება ბრუსელში და ირმა და დავითი მიემგზავრებიან ისრაელში (სადაც გაავებული ომია) და სადაც იმყოფება ქალბატონი ჰილარი კლინტონი და მისი ადმინისტრაცია. ამ ყველაფერში კვლავ ინაშვილი-თარხანმოურავის კვალია თუ?" image
დავით თრხანმოურავი




ამ კითხვებზე ალბათ თავად ადრესატები გასცემენ პასუხს. ჩვენ კი კვლავ პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის ვეესაუბრეთ, რომელიც ობიექტივს, პირდაპირ ადანაშაულებს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაში და მათთან კავშირში ირაკლი ოქრუაშვილსაც მოიხსენიებს.

ვიქტორ ჭელიძე: გიორგი ფოფხაძე რომელიც გამაცნო მერაბ ბლადაძემ ხშირად ხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილს. მე ვაკვირდებოდი ამათ კავშირებს და ვნახე ერთმანეთს ხვდებოდნენ ხომერიკი, კუკავა, ბლადაძე.

ეს რა კავშირშია ერთმანეთთან?

მე პრეტენზია მაქვს რუსებთან და მათთან კავშირში მყოფ ქართველებთანაც. მე მათ ვებრძოდი და იგივეს გავაკეთებ მომავალშიც ყველა ჩემი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ, თუნდაც ქართველი იყოს ის. თუ მიბრძანებენ და თუ ვიქნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

კუკავას და პოლიტიკანებს რომ ჰგონიათ, რომ ვიღაცამ რაღაცა იცის, იმიტომ რომ გენერალია თუ ვიღაც ყოფილი თავდაცვის მინისტრია ეგ ეგრე არაა. არავინ არაფერი არ იცის გარდა იმ დონეზე, როცა სადღაც ჭყუმპალაობენ იმ დროს მანდ რა ტემპერატურის წყალი იყო.კუკავა გაჩნდა გუშინწინ და ებრალიძე, ხომერიკი და ეს სასტავი და რუსეთ საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან დიდი ხნის

  კახა კუკავა,  ვლადიმერ ხომერიკი,  მერაბ ბლადაძე.მთავარი უბედურება ინაშვილის და ყოფილი ხელისუფლების ის არის, რომ მე დავიწყებ გამოქვეყნებას იმ წერილების, რომელსაც ვუგზავნიდი თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრდაზვერვას და შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტს. რასაც მაშინ მე იქ ვწერდი ეს დაღუპავს კეზერაშვილს, იმდროინდელ თავდაცვის სამინისტროს და იმ უწყებებს რომლებიც უგულვებელყოფდნენ იმას რასაც მე იქ ვწერდი. ჩემი საქმის გამოძიებით კი ოქრუაშვილი თავისთავად დაიღუპება.

ოქრუაშვილთან დაკავშირებით რა მასალები გაქვთ?

ირაკლი ოქრუაშვილი, მაშინ როცა იყო "საქართველოს ხერხემალი" თავდაცვის მინისტრი საქართველოში ხვდებოდა იგორ გიორგაძეს, რომელიც მაშინ როგორც ყველამ ვიცოდით იყო ინტერპოლის ძებნილი, საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ადამიანი. ამ საკითხზე იმ დროს მთელი ჯარი, პოლიცია, კონტრდაზვერვა და დაზვერვა მუშაობდა. მე ხელფასს ამაში ვიღებდი, რომ გიორგაძე და მისი "ვირთხები"გამომევლინა.

იმ დროს მივწერე გივი თარგამაძეს, რომელიც იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ხვდება გიორგაძეს, ხან ქეიფობენ, ხან ნადირობენ და ხან კიდე რავიცი რას შვებოდნენ. ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, რადგან წინა მინისტრებიდან ვიღებდი სხვა ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს, სხვა პრეზიდენტების დროს და სხვა მინისტრების დროსაც ბრძანება იყო სხვა და ამ დროს ჩემი მდროინდელი მინისტრი ფარულად შედიოდა გარიგებაში ადამიანთან, რომელთანაც კი არ ვიბრძვი, მაბრძოლებენ და ამაში ხელფასს მიხდიან.

იგორ გიორგაძეირაკლი ოქრუაშვილი












" მინისტრობისას, ოქრუაშვილი ძებნილ გიორგაძეს ხვდებოდა"


ვიქტორ ჭელიძე ერთადერთი არაა ვინც ირაკლი ოქრუაშვილს იგორ გიორგაძესთან ფარულ კავშირში ადანაშაულებს.

2011 წ 16 მაისის "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ახლადშექმნილი ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელი ელისო კილაძე კომპეტენტური წყაროზე დაყრდნობით აკეთებდა განცხადებას რომ ოქრუაშვილი იგორ გიორგაძეს ცხინვალში ხვდებოდა და მასთან გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა.

ელისო კილაძე: "საუბარი მაქვს ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ოპოზიცია იდგა ქუჩაში და ბადრი პატარკაციშვილის ფულით ფინანსდებოდა. ოქრუაშვილი-გიორგაძის შეხვედრა ემთხვევა ზუსტად ამ პერიოდს და განიხილებოდა იგივე სცენარი – ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში ცხინვალის გავლით. თუმცა მაშინ მან ეს ვერ გაბედა, ან სცენარი ჩაფლავდა, რადგან 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანა მთლიანად საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და არჩევნები დაინიშნა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ ოქრუაშვილი-გიორგაძის შეხვედრა კიდევ რამდენჯერმე შედგა, თუმცა უკვე რუსეთში. მაშინაც და ახლაც განიხილებოდა ერთადერთი სცენარი – სამოქალაქო დაპირისპირების გზით დაამხონ საქართველოს ხელისუფლება. ირაკლი ოქრუაშვილი ამ გზაზე არის კრემლის უკანასკნელი იმედი. მე ვურჩევდი „ქართულ პარტიას“ რომ აქციები, ამერიკის ნაცვლად, გამართონ რუსეთის წინააღმდეგ. დაამტკიცოს ოქრუაშვილმა, რომ არ ასრულებს რუსეთის „ფეესბეს“ დავალებებს და ორგანიზება გაუკეთოს ასეთ აქციას, მაგრამ, ცხადია, ის ამას არ იზამს."

შორენა მირცხულავა

7
11864
15-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
11864
  
2019, 18 დეკემბერი, 19:53
ვიქტორა ჭელიძე, შე არაკაცო, გაჭმევდი, გასმევრი, გაცმევდი სიცივით,რომ არ მომკვდარიყავი შე ყვერო, ექსტრადაციას გადაგარჩინე შე კუტუ და მასეთი პიდარასტობებისთვის ისე გცემე სასწრაფო დახმარებით გადაგათრიეს საავადმყოფოში....მაინც ვერ ეშვები არაკაცობას, ცრუდასმენებს. ეტყობა კიდე გჭირდება ვირივით ცემა
2013, 3 ივნისი, 15:59
ამის დედავატირე მტავრობა თუ მექსიკური სერიალი ვერ მივხვდი ეს იმას ხვდებოდა ის იმას ხვდებოდა ბოლოს ირკვევა ეს იმისი მხარდამწერი იყო, რარი ეგ ქვეყანა ყვეალს რაფერ კიდია კიმარა, არა ჰვენი სასველი ან ამერიკა ავირჰიოტ რომელიც გაპიდარასტებას გვიპირებს ან რუსეთი რომელიც ჰექმას გვირტყამს.. საცხა შუაში გაკვეხებულ ყოფნას რომელიგაცა ჯობია მაინც
2013, 2 ივნისი, 16:55
არა ეგ რეალობა რომელიც სააკაშვილის მიერ დაწყებული პოლიტიკიდან დაიწყოოოოოოოოოოო
2012, 27 ნოემბერი, 13:39
ნეტა ვისღა აინტერესებს ოქროაშვილი მაიცა რა....
2012, 26 ნოემბერი, 10:13
არის გამოსავალი - ოქრუაშვილს მიუსაჯონ 12-წლიანი გადასახლება მიმოწერის უფლების გარეშე, რომ თავისი მავნებლური და პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძისათვის მიუღებელი მისიის შესრულება ვერ შეძლოს.
2012, 23 ნოემბერი, 18:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 22 ნოემბერი, 19:04
რა ჩახლართული ამბებიააა.
0 1 7