x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირმა ნიორაძე.

imageირმა ნიორაძე დაიბადა თბილისში, 1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფული სასწავლებელი.(პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი.)შემდეგ სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 1987-88 წლებში.(პედაგოგი ლუდმილა საფრონოვა.)1989-90 წლებიდან არის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი.შეასრულა მთავარი პარტიები "ჟიზელში", "სერენადაში" და "დემონში".1990 წელს ჯექსონში(ა.შ.შ) საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი გახდა.1991 წელს სტაჟირება გაიარა დანიის სამეფო საბალეტო სკოლაში.1992 წლიდან მარინიის პრიმა-ბალერინაა.ითამაშა მთავარი როლები შემდეგ დადგმებში:"გედების ტბა", "დონ კიხოტი", "ლეგენდა სიყვარულზე", "ჟიზელი", "მძინარე მზეთუნახავი", "კარმენი", "რაიმონდა", "ბაღჩისარაის შადრევანი", "ექსტაზას პოემა", "ფერიას კოცნა", "კონკია", "საფირონი", "სიმფონია დო მაჟორი", "მანონი", "შეჰრეზადა", "თამარი", "ჯადოსნური კაკალი" და სხვა.1996 წელს ირმა ნიორაძე "ღირსების" ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1997 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.იგი რუსეთის დამსახურებული არტისტიცაა, 2003 წელს გახდა იტალიაში "პოზიტანოს" პრემიის ლაურეატი ცეკვის ხელოვნების განვითარებისათვის.ბოლო წლებში ირმა ნიორაძე "რომის ოპერის" და "უნგრეთის ნაციონალური ოპერის თეატრის" მიწვეულ ვარსკვლავთა სიაში ირიცხება, ირმა ნიორაძემ მსოფლიოს უამრავი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.ბალერინამ დაიპყრო მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენა."დიდი თეატრი"(მოსკოვი), "ქოვენთ გარდენი"და Queen Elizabeth Hall (ლონდონი), "მეტროპოლიტენ ოპერა"(ნიუ-იორკი), "თეატრე კოლონი"(ბუენოს-აირესი)"შანს ელიზე"(პარიზი).ირმა ნიორაძეს ყველა კონტინენტზე ჰქონდა კონცერტები, მსოფლიოს 40 ქვეყნის 120 ქალაქში.2011 წლიდან ნიორაძეს რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. imageimage

0
629
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0