x
წერილი გვანცას




imageგული
სევდით გამევსო.

თვალებს
ვაცეცებ იქით-აქეთ და დაგეძებ. დაგეძებს გული, დაგეძებენ თვალები. მე ხომ ასე მიხარია
შენთან ყოველი შეხება, შენი ყოველი გამოხედვა და სიტყვა. და ახლა, ახლა მარტო ვარ აქ,
ამ ოთახში სადღაც შორს შენგან, ოხვრა ამომდის გულიდან და შენსკენ გამოქცევა კი არ შემიძლია. დაბმული ვარ ამ უკუნში და მანდ რომ ღამდება მე მინათდება მაშინ გული.


შენთან მოვდივარ!


მენატრები,
უზომოდ მენატრები და ცრემლი მადგება თვალზე შენს გახსენებაზე, რატომ არავართ ერთად, რატომ
არ დავივიწყებთ ყველას და ყველაფერს და არ ჩავეხუტებით ერთმანეთს სიგიჟე მორეულნი,
ერთმანეთის სითბოს დანატრებულნი და ერთმანეთის ნდომით აღძრულნი. სიყვარული ხომ ძლიერია,
ხომ უმკლავნება მანძილს, დროს და სივრცეს.


მიყვარხარ!


მიყვარხარ!


მიყვარხარ!


ახლა
იმას ვნატრობ, როდის გასრულდება ეს ცივი დღე, როდის დაგინახავ, რომ სიმშვიდე ჩამეღვაროს
სულში. ჩაგეკრა და შენთან გავატარო ცხოვრება. იქნებ თვალები დავხუჭო და რომ გავახელ
შენთან ვიყო, მაგრამ... ეჰ, არა. საშინელია რეალობა, მაშორებს შენს თავს, მიმათრევს,
მიმათრევს ბინძური გზით.იმის ღირსიც არა ვარ ერთი ქალაქის ჰაერით ვისუნთქოთ, იმედი
მქონდეს, რომ თუ გავგიჟდი, თუ შენი თვალების ნახვის სურვილმა გამაგიჟა, თუ შენი ხმის
გაგონება მომინდა უსაშველოდ, გამოვიქცე მოვირბინო შენთან სიყვარულით გულანთებულმა ჩავიხედო
მაგ კამკამა თვალებში და გაგშორდე.


წუთებს
ვითვლი, წამებს.


მაწამებს
ეს განშორება ყოველდღიური. გახსოვს? რომ მომენატრებოდი მოვდიოდი ჩამოვჯდებოდი და გელოდებოდი,
ზოგჯერ საათობით გელოდი მაგრამ იმედი მქონდა რომ სადღაც იქ იყავი ჩემთან ახლოს, ჩემს
ზევით და მალე გნახავდი.მერე რა რომ არ გეცალა, მერე რა რომ გელოდი, მთავარი იყო, რომ
ერთ ჰაერს ვსუნთქავდით.


ახლა?


ახლა
არის ორი ქალაქი, შორი გზა და ბევრი დარდი
განშორებაზე, მონატრებაზე.


მაგრამ კვლავ არის იმედი, სიხარული იმისა, რომ გაივლის
ყოველი წამი, წუთი, დღე და ღამესთან ერთად მოვალ შენთან, მოვალ ჩვენს ლამაზთვალება
შვილებთან და ამოვისუნთქავ, გულიდან გადავიყრი დარდს. გარეთ, სადღაც ამ საშინელ ქალაქში
დავტოვებ სიბინძურეს ამ ცხოვრებისას და ასე გახარებული დაგეწაფები შენ, ჩემი ცხოვრების
ჟანგბადს.


მარტი
2012.

1
88
10-ს მოსწონს
ავტორი:მეტალიკა
მეტალიკა
88
  
2012, 10 დეკემბერი, 17:13
ვაა გვანც
0 1 1