x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სექსზე უარის გამო შესაძლოა სასამართლოში აღმოჩნდეთ

imageისრაელში მცხოვრებმა ასაკოვანმა ქალბატონმა სასამართლოში სარჩელი აღძრა საკუთარი ქმრის წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მასთან დაწოლაზე უარს ამბობდა.მან სხდომაზე განაცხადა, რომ დაქორწინებამდე, სანამ წყვილი ახალგაზრდა იყო, მათ რეგულარულად ჰქონდათ სექსი, მაგრამ ქორწილის შემდეგ ქმარმა საერთოდ უარი თქვა ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე და ხშირად სახლში ღამის გასათევადაც კი არ მოდიოდა. ქალბატონი თითო "დაკარგული" ღამისათვის ქმარს 165 შეკელს სთხოვს.თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო შეკელი 41 დოლარს უდრის, საბოლოო ჯამში 150 000 დოლარზეა საუბარი.

სამართლის ექსპერტები აღნიშნავესნ, რომ მოსარჩელეს საკმაოდ დიდი შანსები აქვს, საქმე მოიგოს, ვინაიდან ამაზე სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაც მიუთითებს.მაგალითად, 2011 წელს ფრანგმა მოსამართლეებმა 51 წლის მამაკაცს 8500 ევროს გადახდა დააკისრეს იმისათვის, რომ მის გამო "ბედნიერი ოჯახი დაინგრა", მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იგი თავის მეუღლეს ვერ აკმაყოფილებდა ლოგინში.მსგავსი შემთხვევა მოხდა დუბაიში 2012 წელს, როცა ქმარს ცოლისთვის 11 მილიონის გადახდა დაავალეს, ვინაიდან ის ქალის "ძირითად ინსტინქტებს აიგნორებდა".

ასე რომ, სანამ სექსზე უარს იტყოდეთ, დაფიქრდით, თავი სხდომის დარბაზში არ ამოყოთ:)

3
58
7-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
58
  
2012, 22 ნოემბერი, 13:08
კი,მაგრამ მთავარი პრეტენზია ხო ეგ იყო.ღამე რომ ეწანწალა მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა მაინც ქონოდა ცოლთან უჩივლებდა?:D რავიცი,თითო გაცდენილი ღამის მიხევდივთ გამოთვალა ფული და :D:D
2012, 22 ნოემბერი, 12:53
სექსზე უარის თქმა რა შუაშია? სახლში არ მოდიოდა-ხოლმე, დაწანწალებდა სადღაც და უჩივლებდა აბა რას იზამდა?
2012, 20 ნოემბერი, 16:29
საინტერესო შემთხვევებია :):):)
0 1 3