x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი?

image“სიტყვაში ახალი წლის შესახებ"წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს:ყველაზე მეტად გულს მტკენს ის თამაშები, ახალ წელს რომ იმართება...რადგან ამ თამაშის მონაწილეები ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ თუკი წლის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამეში გაატარებენ, მთელი წელი ასეთივე იქნება. ყოველმხრივ ბედნიერი წელი მაშინ კი არ იქნება, თუ ახალი წლის პირველ დღეს უგონოდ გამოთვერი, არამედ- თუ პირველ დღესაც და სხვა დღეებშიც ღვთივსათნო საქმეებს აღასრულებ.ხოლო თუ უფლისთვის სათნო საქმეებს დაიზარებ და თვის დასაწყისიდან ყოველდღე ბედნიერების მოლოდინში უსაქმოდ იქნები, ვერანაირ სიკეთეს ვერ მიიღებ.ამგვარი საქციელი შეუთავსებელია ქრისტიანულ სიბრძნესთან.


image
წმინდა მამები გვასწავლიან თუ როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი:“თუ გსურს, რომ სასარგებლო მიიღო ახალი წლისგან, მოიქეცი ასე:წლის დასრულების შემდეგ უთხარი მადლობა უფალს, რომ ამ წლის ახალ წლიურ ბრუნვაში შეგიყვანა:შეიმუსრე გულით, აღინუსხე სიცოცხლის წლები და უთხარი შენს თავს:დღეები მელტვიან, წლები იწურება.ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკვე განვლიე!რა მოვიმოქმედე კეთილი?ნუთუ აქედან უარაფროდ წავალ, ყოველგვარი სათნოების გარეშე?!სამსჯავრო კარზეა მომდგარი, სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი სიბერისკენ იხრება!ასე რომ ვლოცულობთ თუ ვმარხულობთ, ბრალს ვდებთ თუ მივუტევებთ, ვაქებთ თუ ვსაყვედურობთ, ვდუმვართ თუ ვლაპარაკობთ ან სხვა რამეს ვაკეთებთ, -ყველაფერი მოვიმოქმედოთ ღვთის სადიდებლად."

1
1450
15-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1450
  
2013, 5 ოქტომბერი, 14:24
სრული ჭეშმარიტებაა და ეკლესიური კალენდრის მიხედვით კი "ახალი წელი" 11 სექტემბერს არის, სხვა დანარჩენი ახალი წლის შესახებ, ყველა ცერემონიალი, ნაძვის ხე და ა.შ. უბრალო ტრადიციად ქცეული ცრუ რწმენაა :(
0 1 1