x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ათი მცნება და ცხრა ნეტარება
ათი მცნება

1) მე ვარ უფალი ღმერთი შენი... და არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა.

2) არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსებაი, რაოდენი ცათა შინა-ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშეთ ქუეყნისა. არა თაყუანისცე მათ, არცა ჰმსახურო მათ.

3) არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.


4)მოიხსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა. ექუსთა დღეთ იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი, ხოლო დღე მეშვიდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა.

5)პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილსა.

6)არა კაც-ჰკლა

7)არა იმრუშო

8)არა იპარო

9)არა ცილი სწამო მოყუასსა შენსსა.

10)არა გული გითქუმიდეს ცოლისა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მხევალსა მისსა, არცა ხარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენ-რაი არს მოყუსისა შინისაი


ცხრა ნეტარება


1)ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.

2)ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ.

3)ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი.

4)ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.

5)ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

6)ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

7)ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.

8)ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.

9)ნეტარ იყვნენ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა

0
1089
10-ს მოსწონს
ავტორი:სსრჰსბწ
სსრჰსბწ
1089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0