x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უცნაური კანონები ადამიანებზე და ცხოველებზე
image "კანონები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იწერება და ამიტომ ისინი უბრალო, ჯანსაღ აზრზე უნდა იყოს დაფუძნებული", - თქვა თომას ჯეფერსონმა, მაგრამ, ეტყობა, ჯეფერსონის ეს შესანიშნავი ნათქვამი აღარავის ახსოვს, თორემ, ამდენი აბსურდული კანონიც არ იარსებებდა.

მაგალითად, არსებობს კანონები, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობას არეგულირებს.

საფრანგეთში კატეგორიულად, კანონით არის აკრძალული ღორისთვის "ნაპოლეონის" დარქმევა.

მიჩიგანის შტატში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არ შეიძლება რვაფეხას მოკვლა (კანონი კრძალავს).


აიდაჰოს შტატში აკრძალულია თევზაობა აქლემზე ამხედრებულ მდგომარეობაში.

ლონდონში ნებისმიერი მკვდარი ზვიგენი, რომელიც ნაპირზე გამოირიყება, ეკუთვნის სამეფო ოჯახს: თავი - მეფის არის, კუდი კი - დედოფლის.

ახლა ქალებზე გადავიდეთ:

ამერიკაში, ოჰაიოს შტატში, ქალებს ეკრძალებათ ლაკის ფეხსაცმლის ტარება იმ მიზეზით, რომ, შესაძლებელია, მამაკაცებმა მათში ტრუსების ანარეკლი დაინახონ.

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ პარაშუტით ხტომა და საცურაო კოსტიუმში სიმღერა.

ვერმონტის შტატში ქალი ქმრის ნებართვის გარეშე კბილებს ვერ ჩაისვამს.

ლონდონში კანონით არის აკრძალული ცხრა საათის შემდეგ ცოლის ცემა, მეზობლები მისმა კივილმა რომ არ შეაწუხოს.

და ბოლოს ლოს-ანჯელესში აკრძალულია, აკოცო ბაყაყს ან გომბეშოს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ამ ამფიბიის კანი შეიცავს ჰალუცინოგენებს.

3
172
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
172
  
2012, 23 დეკემბერი, 17:30
9 საათის მერე ცოლის ცემა მომეწონა :D
2012, 20 ნოემბერი, 19:06
ზვიგენის სამწვადე და ჯიგრის ყაურმა ვისია ?
0 1 3