x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი.

გთავაზობთ 12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგს beauty-around.com/-ის მიხედვით.image გერმანული დოგი-გიგანტური ზომის ძაღლია, კომპანიონი, ძაღლი-დარაჯი და ძაღლი მცველი.ამ ძაღლს ადრე სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, 1878 წლიდან სელექციის შედეგად საბოლოოდ დაერქვა "გერმანული დოგი".imageაკიტა-ინუ-უძველესი იაპონური ჯიშის ძაღლი, ძირითადად მონადირე ძაღლად ითვლება, იაპონელებს და ჩინელებს ტახზე, ირემზე და დათვზე სანადიროდ მიჰყავდათ.image
შოტლანდიური ნაგაზი-ძაღლის სამშობლო შოტლანდიის კუნძულებია, ამბობენ, რომ ძაღლი ისეთივე ძველია, როგორც შოტლანდიის კუნძულები.ნაგაზის ძირითადი მოვალეობა იყო ცხვრის ფარის დაცვა.საერთაშორისო აღიარებას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მიაღწია.image
ლაბრადორ-რეტრივერი.-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი, მისი სამშობლო კანადაა, იგი გამოიყენება როგორც ძაღლი-მაშველი.image
ჩაუ-ჩაუ-
მოდარაჯე ძაღლი, კომპანიონი, მისი სამშობლო ტიბეტია.მისი არსებობის შესახებ პირველად ევროპელებმა იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს მეშვეობით გაიგეს, რომელიც ტიბეტში ცხოვრობდა.image
პეკინესი-
დეკორატიული ძაღლის ჯიში, პატარა და პუტკუნა, იგი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ არსებობდა ჩინეთში.სახელწოდება ქალაქ -"პეკინიდან" წარმოდგება.image
კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი-ნგლისური ძაღლი, სპანიელის მინი-ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე პატრონის ერთგული, ჭკვიანი და ინტელექტუალური ძაღლი, ძალიან წყნარი და კეთილი ჩვევებით.image
გერმანული ნაგაზი-ამ ძაღლის ჯიში ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში იქნა შემუშავებული რამდენიმე ჯიშის ძაღლის სელექციის შედეგად.იგი ყველაზე ჭკვიანი ძაღლების პირველ სამეულში შედის.ბევრი კინოლოგი მას იდეალურ ძაღლად მიიჩნევს.იგი უნივერსალური და მრავალფუნქციურია.image
ოქროს რეტრივერი-ინგლისური
მონადირე ძაღლი, გამოყვანილი მე-19 საუკუნეში, მას ბრწყინვალე მახსოვრობა და ალღო აქვს, იგი წარმატებით ნადირობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში.image
ციმბირული
ხასკი-
ძაღლის ფუნქცია შორეული მგზავრობაა, ენერგიული, ძალიან წყნარი ხასიათის და არააგრესიული, უყვარს ბავშვებთან თამაში.მისი სამშობლო ჩუქჩეთია.image
პომერანის შპიცი-პატარა, მინიატურული
ძაღლი, სახელწოდება წარმოდგება გერმანიის ერთ-ერთი პროვინციის -პომერანის მიხედვით.image
პუდელი-დეკორატიული ძაღლი, რეიტინგის მიხედვით მას მეორე ადგილი უკავია ყველაზე ჭკვიან ძაღლთა შორის.(პირველი ადგილი ბორდელ-კოლის მიაკუთვნეს.).მის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება, თუმცა სახელწოდება "პუდელი" გერმანიიდან წამოვიდა.

3
5202
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5202
  
2012, 9 დეკემბერი, 18:01
აააააა მიყვარს ძაღლები ძალიან
2012, 5 დეკემბერი, 21:09
აი ეგ ციმბირული ხასკი ლაიკის ნაირსახეობააა
2012, 5 დეკემბერი, 19:00
ლაიკა სად წავიდა?
0 1 3