x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
არის თუ არა სინამდვილეში თოვლი თეთრი...

image რატომ არის თოვლი თეთრი? რატომ არ შეიძლებოდა, სხვა ფერი ყოფილიყო, თუნდაც ცისფერი? ნუთუ ეს მხოლოდ ბუნების კაპრიზია? სინამდვილეში, ყველაფერი ჩვენი თვალის ბრალი ყოფილა. დიახ, "დამნაშავე" სწორედ რომ თვალის აგებულებაა და რეალურად ბუნებაში ფერები საერთოდ არ არსებობს. მარტო თვალი ალბათ ვერაფერს გახდებოდა, საქმეში ტვინიც რომ არ ჩარეულიყო. კიდევ... მთავარია, საგნები როგორ შთანთქავენ და აირეკლავენ სინათლის სხივს. ამიტომ არის ვაშლი წითელი, მწვანე ან ყვითელი... ბადრიჯანი - მოლურჯო-მოყავისფრო, ტელევიზორის ეკრანზე კი ფერების მთელი სპექტრი იშლება.

როცა თქვენ უყურებთ საგანს და ამბობთ, რომ ის აბსოლუტურად შავია, ეს იმას ნიშნავს, რომ საგანი მთლიანად შთანთქავს სინათლის სხივების სპექტრს. თეთრის შემთხვევაში კი, აბსოლუტურად პირიქით ხდება - სინათლის სხივები სრულიად აირეკლება საგნიდან და შეფერილობის გარეშე რჩება.

თოვლის ფიფქი არ არის უბრალოდ ყინულის ნატეხი, რომ ის გამჭვირვალე დარჩეს. ის ყინულის კრისტალის - ტეტრაედრებისგან შედგება, რომელთა კიდეები ირეკლავენ სინათლის სხივს. ამიტომაც არის თოვლით დაფარული მინდორი დამაბრმავებლად თეთრი.

3
412
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
412
  
2012, 28 ნოემბერი, 15:12
კარგი სტატიააა
2012, 18 ნოემბერი, 0:20
მომეწონა
2012, 17 ნოემბერი, 22:37
ასე თუ ისე ვიცოდი ეგ ) საინტერესო სტატიაა ;)
0 1 3