x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გამოცოცხლდით!!!
imageრამდენი ნატრობს ჩემნაირ ცხოვრებას, ჩემს ასაკს, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს ოჯახსა და ნათესავებს?! მე კი, როცა ყველაფერი მაქვს, თავს არ ვიწუხებ, მივყვები დინებას, ასე არ მინდა...
სისხლი უნდა უჩქეფდეს ადამიანს, უნდა უდუღდეს და გადმოდუღდეს! ენერგია უნდა იფრქვეოდეს მისი თვალებიდან, საუბრიდან, სიარულის მანერიდან. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ - მოხდება! აპათია, დეპრესია, უსაქმურობა, სიზარმაცე - ესაა დამღუპველი და არა მადლიანი შრომა. მარტო ჯდომა და ფიქრი იმაზე თუ რა ქნა, რა ბედენაა? მგელი უნდა იყო, მგელი! ძლიერი უნდა იყო - ქვასავით მაგარი! სალი კლდესავით ამაყად უნდა იდგე შენს კუთვნილ მიწა-წყალზე და ვერ უნდა დაგრიოს ხელი ვერც უბედურებამ და ვერც სასოწარკვეთამ. ხასიათის სიმტკიცეა საჭირო, მოთმინება და პერმანენტულობა. მუდმივად უნდა შეუნთო საუთარ თავს ალი მიზნის მიღწევის გზაზე!

გამოცოცხლდით ! იწამეთ საკუთარი თავის! ნუ ელით, რომ მოვიდნენ, თავზე ხელი გადაგისვან და გითხრან, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

ვერავინ გიშველით საკუთარი თავის მეტი! გამოფხიზლდით, გამოცოცხლდით და ნახავთ: გყავდეთ მისაბაძი ადამიანი - სასიამოვნოა, მაგრამ იყოთ თქვენ თვითონ მისაბაძი - უფრო დიდი ბედნიერებაა! წარმატებები...
1
353
9-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
353
  
2012, 10 დეკემბერი, 14:02
მწამს საკუთარი თავის, მწამს!!! ეხლა ერთი ორი გალაწუნება მინდა სახეში და უეჭველი გამოვფხიზლდები თან როგორ. :)
0 1 1