x
image
violet
ქალი რომელმაც 2500 ბავშვის სიცოცხლე იხსნა-ირენა სენდლერი



image



image


ირენა სენდლერი დაიბადა 1910წლის 15 თებერვალს ქალაქ ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ვარშავის ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომელი იყო, 1940-1943 წლებში როდესაც ვარშავა ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული მან უდიდესი გამბედაობა ჩაიდინა და გეტოდან 2500 ებრაელი ბავშვი გამოიყვანა. სამუშაო იარაღებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა ხოლო უფრო დიდი ბავშვებისთვის სატვირთო მანქანაში ჰქონდა ტომრები. იგი ყველა ბავშვის სახელს და გვარს იწერდა ხოლო ომის შემდგომ შეეცადა მოეძებნა მათი მშობლები მაგრამ სამწუხაროთ ასეთები ცოტა აღმოჩნდა, უმრავლესობამ სიცოცხლე გაზის კამერებში დაასრულა...


2006წელს იგი ნობელის პრემიის კანდიდატი იყო მშვიდობის დარგში თუმცა პრემია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ალბერტ გორმა აიღო სლაიდ-შოუსთვის გლობალური დათბობის შესახებ (მგონი კომენტარი ზედმეტია)



2009 წელს ირენა სნდლერის გმირობის შესახებ გადაიღეს ფილმი''ირენა სენდლერის მამაცი გული''



ირენა სენდლერი 2009 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა



''ჩემს საქციელში არაფერია განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი ამბავია.მე უბრალოდ, ვაკეთებდი საქმეს, რომელიც უნდა გამეკეთებინა'' -ირენა სენდლერი


1
282
10-ს მოსწონს
ავტორი:violet
violet
282
  
2012, 20 ნოემბერი, 4:06
მდააააა!!!
0 1 1