x
image
თეონა ასტამაძე
ნინო თარიშვილი- პაოლოზე შეყვარებული პოეტი ქალი
image ქართველი პოეტი ქალბატონი 1904 წლის 4 ოქტომბერს კახეთში, მაჩხაანში დაიბადა.

პაოლო იაშვილმა მას ქართველი ანა ახმატოვა უწოდა.


ცნობილია, რომ ზედმეტად ეროტიკული ლექსების გამო ნინო თარიშვილი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

მისი ლექსების ადრესატი ცისფერყანწელი პაოლო იაშვილი იყო, რომელთანაც რაღაც დროის განმავლობაში რომანიც ჰქონდა.



ნინოს ლექსების წერა პაოლოს მიტოვების შემდეგ არ შეუწყვეტია.

ამბობენ რომ ელენე დარიანის ლექსების ავტორი არა პაოლო, არამედ ნინო თარიშვილია.


ნინო თარიშვილი სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჰუმანიტარული კურსი მიჰყავდა თვილისის უნივერსიტეტში. მისი ინტერესების სფერო იყო - ფრანგული ენა და ლიტერატურა, პედაგოგიური და ბავშვთა ფსიქოლოგია და სხვა.


ლექსების გარდა იგი აქვეყნებდა მოგონებებსა და ჩანაწერებს თავისი დროის პოეტების სესახებ, საიდანაც არაერთი საინტერესო ფაქტი ირკვევა.


ნინო თარიშვილის პირადი არქივი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ინახება.

5
375
13-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
375
  
2013, 20 ივნისი, 0:30
პირიქით , მადლობა შენ:)
ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს",
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი.
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,
რადგან მზითევში არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს”.

ნინო თარიშვილის არაჩვეულებრივი ლექსი,ჩემთვის ძალიან საყვარელი.მადლობა თეონას სტატიისათვის.
2012, 17 ნოემბერი, 0:38
მადლობა შენ:)
2012, 17 ნოემბერი, 0:34
ძალიან საინტერესოა,გმადლობ!
0 1 5