x
image
gionare
საახალწლო განწყობა (გააკეთე შენი ხელით)

image


დამეთანხმებით ახალი წელი ერთ- ერთი საუკეთესო დღესასწაულია. ყველა ველოდებით ჩვენს ცხოვრებაში, თოვლის პაპის მოსვლას თუ არა,
საუკეთესო სიახლეებს მაინც.
განწყობის ასამაღლებლად დავდივართ ბაზრობა- მაღაზიებში და ვყიდულობთ ბევრს თუ არა, ერთი -ორ ახალ სათამაშოს მაინც ნაძვის ხის მოსართავად. ისიც გააჩნია ჯიბის სისქეს თუ, როგორი ხარისხის სათამაშოს შევიძენთ.
გდავაზობთ იდეას, თუ როგორ შეიძლება აიმაღლოთ საახალწლოდ განწყობილება საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოთი.

1 აიღეთ თეთრი ფერის ნათურა(უმჯობესია გადამწვარი)


2 ნაჭრისაგან შეკერეთ წვეტიანი ქუდი და გაუკეთედ ჩამოსაკიდი, ძაფისაგან დაწენით ნაწნავი, რაიმე მყარ მასალას მიეცით წვეტიანი ფორმა და შეღებეთ.


3 ნათურას მიახატეთ თვალები, წარბები, ტუჩები და ლოყები.


4 მიაწებეთ ცხვირი, ნაწნავები და ქუდი

ეს ბიჭი და ესეც გოგო.


image


0
491
6-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0