x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გოგონა ბარბიმ თავის მოკვლა სცადა
imageმან სახელი გაითქვა როგორც ცოცხალმა ბარბიმ. ბავშვობაში 50-ზე მეტი ასეთი თოჯინა ჰქონდა. თანდათან გოგონა თვითონ ემსგავსებოდა თოჯინას-თხელი სახე, გრძელი თმები, გამხდარი ტანი, მოკლე, ფურჩალებიანი ქვედატანები. ესაა ლერა- ვალერია ლუკიანოვა ოდესიდან. გოგონამ გადაწყვიტა საერთოდ უარი ეთქვა ჭამაზე. ლერა ჟურნალისტს ინდურ რესტორანში შეხვდა. გთავაზობთ ინტერვიუს:

ლერა რესტორანში პირად დიზაინერთან, დომინიკთან ერთად მოვიდა. გამაოცა გოგონების უხვმა მაკიაჟმა და ლურჯი ლინზებიდან გამომზირალმა თვალებმა. დომინიკი მიხსნის, რომ ისინი სხვა თანავარსკვლავედიდან არიან და იქ ეს ნორმალურია.

ლერა ნესვს და მალინას უკვეთავს და მიხსნის, რომ თხევად დიეტაზეა. შემდეგ მხლოდ წყლით აპირებს არსებობას და მერე მზის ენერგიით. image
-დიდხანს ვიყავი ყველისმჭამელი, მაგრამ მერე მივხვდი რომ სრულყოფილებისთვის სხვანაირი კვება მჭირდებოდა. ძალიან მაშინებს, რომ 45 კილო გავხდი. ადრე 42 ვიყავი.

თავს ასე ყოველთვის როდი უვლიდა, ადრე ბევრს სვამდა და ეწეოდა. image


-განსაკუთრებით მიყვარდა მაგარი სასმელები. შემეძლო სამი ჭიქა ერთად მიმეყოლებინა, დილით კი არაფერი მახსოვდა. საბედნიეროდ ვერ მოვასწარი შესახედაობის გაფუჭება.

14 წლისას სუიციდის მცდელობა ჰქონდა ბიჭის გულისთვის - დალია დიმედროლი.

-რამდენი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული?

-მხოლოდ ერთი. გავიზარდე მკერდი 2 ზომით. მანამდე მქონდა 1, 5. image

-მკერდის გარდა ყველაფერი ნატურალური მაქვს, ამბობენ, რომ ბოტოქსს ვიკეთებ, მაგრამ არაა მართალი, უბრალოდ მიმიკური ნაოჭები არ მაქვს.

ქმარიც მისი თანამოაზრეა, ის ჯერ კიდევ ქორწინებამდე იყო ვეგეტარიანელი. ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერეს, რომ თავისუფლად შესძლებოდა მექსიკაში წასვლა. მათ თავისუფალი ურთიერთობა აქვთ და ალპინიზმით ერთობიან.

-რატომ არ გყავთ ბავშვები?

-არ მაქვს სურვილი გავხდე დედა. მე სხვა სამყაროს არსება ვარ. იქ არ არის ცნება-ბავშვი.

ლერა ოდესის ცენტრში ცხოვრობს და ახლახან თაყვანისმცემლები "დაესხნენ თავს", საიდანაც ძლივს გააღწია. მას მერე ელექტროშოკის აპარატით დადის. უკრაინიდან კი საერთოდ გადაწყვიტა წასვლა მექსიკაში, სადაც მაიას ტომის ინდიელები ცხოვრობენ.

ახალ მექსიკურ ცხოვრებაში მას ბარბი კი აღარ ერქმევა, არამედ ამატუე ცუმნა, როგორც მაიას ტომის დედოფალს.

9
2426
13-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2426
  
2012, 28 ნოემბერი, 15:02
რას გვანან უიმეე
2012, 26 ნოემბერი, 20:56
კიი 100%-ით ნატურალურია :D:D
2012, 25 ნოემბერი, 8:44
თუ არ გაკლია ეგეც ნაკლია : DD
2012, 22 ნოემბერი, 17:35
ავადმყოფია ეს გოგო:)
2012, 22 ნოემბერი, 16:45
ჯკჰჯკჰჯკბ
2012, 19 ნოემბერი, 16:47
წავედი მექსიკაში :))) მე დავირქმევ "ამატუე ცუმნას დურთა" :D:D:D:D
2012, 15 ნოემბერი, 23:42
ვერ არი ამის საქმე დალაგებულად
2012, 15 ნოემბერი, 22:55
ყველა მისებურად უბერავს )
2012, 15 ნოემბერი, 22:33
რას ეწევა ასეთს :)))))
0 1 9