x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ღმერთის არსებობის ონტოლოგიურ არგუმენტი

ონტოლოგიური არგუმენტი ჩამოყალიბდა მე–11 საუკუნეში არქიეპისკოპოსის ანელის მიერ. მან ეს არგუმენტი ჩამოაყალიბა ღმერთის ცნების საფუძველზე. რას გულისხმობს ღმერთის ცნება, ღმერთის იდეა? ის არის ყოვლადძლიერი, ყოვლისმცოდნე, დაუსაბამო, უზენაესი და ყოვლადსრულყოფილი არსების იდეა. ეს არის ცნება ღმერთის შესახებ, თუმცა ჩვენ არ ვიცით დასაბუთებულად არსებობს თუ არა ის სინამდვილეში. რაიმე შეიძლება არსებობდეს აზრში იდეალრად და შეიძლება არსებობდეს რეალურად, მაგრამ აზრში არსებული არის ნაკლებად სრულყოფილი ვიდრე რეალურად არსებული. სწორედ ამიტომ ღმერთი აუცილბლად არსებობს, სხვანაირად ის ვერ იქნებოდა აბსულუტიურად სრულყოფილი არსება. (მე–13 ფსალმუნი)
თუმცა ანსელის ამ არგუმენტს ყავს მოწინააღმდეგებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ცნებაში არ შედის არასებობა, რადგანაც ჩვენ შეიძლება რაიმე მოვიაზროთ გონებაში თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ნამდვილად არსებობს. ანსელი კი ამბობს, რომ არსებობს სხვაობა ერთეული საგნის ცნებასა და აბსოლუტის ცნებას შორის. აბსოლუტის ცნების მოაზრება „არსებობის“ პრედიკატის შესახებ შეუძლებელია, ხოლო სხვა ყველაფრის შესაძლებელია. ანუ აქ არის სხვაობა დროებით არსებულსა და მარადიულად არსებულს შორის.

0
303
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიუს
გიუს
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0