x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ორსულობის პირველი 4 კვირა
ორსულობის პირველი 4 კვირა


ორსულობის პირველი ოთხი კვირა ყველაზე მრავალფეროვანია და მოვლენებით დატვირთული პერიოდია ბავშვის განვითარების. პირველი კვირა იხარჯება საშვილოსნოსკენ მიმავალ გზაზე და კვერცხის იმპლანტაციაზე (საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება). ამის შემდეგ იწყება ბავშვის სხეულის "შენება".

მუდმივად იყოფიან უჯრედები და წარმოიქმნება სამი ჩანასახოვანი ფურცელი. შემდეგში ყოველი მათგანის უჯრედებისაგან ფორმირდება განსაზღვრული ორგანოები და ქსოვილები. შუა ფურცელი აძლევს დასაბამს ქორდას, მომავალ ხერხემალს, ასევე ჩონჩხის კუნთებს, ხრტილებს, შინაგან ორგანოებს, სისხლძარღვებს, სისხლს, ლიმფას, სქესობრივ ჯირკვლებს და გარსებს.

გარეგანი ფურცლის უჯრედებიდან ფორმირდება კანის საფარველი, კბილების გარეგანი ქსოვილი, ყურების, თვალების, ცხვირის ეპითელური ქსოვილები, ასევე თმები და ფრჩხილები. ამასთან ერთად მისგან ვითარდება შემდგომში ნერვული სისტემა. შინაგანი ფურცლის უჯრედები წარმოქმნიან ეპითელურ ფენებს საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების, კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ეპითელიუმს.


თვის ბოლოსათვის ყალიბდება ემბრიონული სისხლის ცირკულაცია, ფორმირდება ჭიპლარი, რომელიც უზრუნველყოფს ემბრიონის კავშირს მომავალ პლაცენტასთან. ამ დროისათვის უკვე გვაქვს თვალის ფოსოები და ხელების და ფეხების ჩანასახები. მიმდინარეობს ინტენსიურად შინაგანი ორგანოების ფორმირება და განვითარება, კერძოდ ღვიძლის, თირკმლების, შარდის გამომყოფი გზების და საჭმლის მომნელებელი ორგანოების.

პირველ 3-4 კვირებში განსაკუთრებით საზიანო ფაქტორებია: ინფექციები, წამლები, ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, ზედმეტი მკვეთრი მოძრაობები, ხტუნაობა ფატალურია, რადგან ხდება მომავალი ადამიანის ორგანოების ფორმირება. თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული მომავალ დედობაში, ემბრიონს კი უკვე გული უცემს.. ჩასახვიდან 21ე დღეს ფორმირდება თავის და ზურგის ტვინი. ამ პროცესების დარღვევა გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს ნაყოფის განვითარებაში, მაგრამ წინა კვირებთან განსხვავებით ნაყოფი შეიძლება ცოცხალი გადარჩეს. თქვენი შვილი ახლა გავს პატარა ნიჟარას 4მმ ზომის, რომელიც მოთავსებულია სანაყოფე წყლებში.

0
1210
შეფასება არ არის
ავტორი:მაკო როგავა
მაკო როგავა
1210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0