x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რატომ ჯარიმდება "ნახევარი თბილისი" სააკაძის მოედანზე.

imageკანონმორჩილი მოქალაქე ვარ... ბიჭები ეჭვქვეშ დააყენებენ, მაგრამ კარგი მძღოლიც. თუმცა არ ორმა ფაქტმა ვერ გადამარჩინა... რამდენიმე დღის წინ ჯარიმის ქვითრით ხელდამშვენებული ფოსტის კურიერი მომადგა შინ. გამიკვირდა... როგორც უკვე მოგახსენეთ არც ურჩი და არც სულელი მძღოლი ვარ. დავინტერესდი სად და რატომ დავჯარიმდი. ვიდეოჯარიმების გვერდზე კი კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა... ჩემს ანგარიშზე უკვე მეორე ჯარიმა ირიცხებოდა. როგორც ჩანს "დანაშაულის ადგილი" ორივე შემთხვევაში სააკაძის მოედანია... სამწუხაროდ ვიდეო ფაილი დაზიანებული იყო და არ იხსნებოდა, ამიტომ ვცადე გამერკვია რატომ შეიძლება დავჯარიმებულიყავი და სააკაძის მოედნის ფოტოს მოძიებას შევუდექი. ჩემდა გასაოცრად საძიებო სისტემამ პირველივე შედეგად ერთ-ერთი ცნობილი ფორუმი გამოიტანა, სადაც სპეციალური თემა იყო გახსნილი სააკაძის მოედანზე დაჯარიმებების შესახებ. აქტიურად მიდიოდა მსჯელობა საკითხზე თუ რატომ დაჯარიმდა "ნახევარი თბილისი" ამ მოედანზე. როგორც ირკვევა აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუ გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად გეომეტრიული სიზუსტით არ ივლი, თითქმის 90%-ია შანსი იმისა, რომ თქვენც დაჯარიმებულთა სიაში ჩაეწეროთ. ასევე იქვე არსებული “თბს ბანკი”-ს პირდაპირ "მიპარკინგებული" (ჟარგონისთვის ბოდიშს ვიხდი) მანქანებისთვის გვერდის ავლას თუ შეეცდებით იძულებული ხდებით უწყვეტი ხაზი გადაკვეთოთ და რათქმაუნდა დამსახურებული ჯარიმაც თქვენს ხელთაა. რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან ამომავალ ნაკადს, თუ ისევ უკან დაბრუნება არ გნებავთ სასწრაფოდ დაიკავეთ შუა ზოლი, რადგან მალევე ერთმხრივ უწყვეტი ზოლი და ნიშანი (რომელიც მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ნებას გვრთავს) არ მოგცემთ პირდაპირ მოძრაობის საშუალებას და მეორე მხრივ მარჯვნივ მიმავალი მანქანების ნაკადი. ასევე მოედანთან მიახლოებისას უკიდურეს მარცხენა ზოლზე ვეღარ გადახვალთ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თუ წრეზე წასვლა გჭირდებათ ეცადეთ შუა ზოლში მოხვდეთ. imageთუ ამ შემთხვევას განვიხილავთ, უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრაობის შემთხვევაში აუცილებლად ხელს შეგიშლით გაჩერებული მანქანები და გვერდის ავლის დროს კი მოგიწევთ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა (ფოტოზე შეიძლება კარგად არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე მეტრში იწყება) ასევე იმისთვის რომ ამ დროს თქვენც მოგერიდნონ, მარცხნივ მყოფ მანქანებსაც მოუხდებათ გვერდით გაწევა და ისინიც ავტომატურად არღვევენ კანონს. აღარ დავწვრილმანდები იმაზე, რომ საბურთალოს ქუჩიდან გამომავალი ნაკადიც ყურადღებით უნდა იყოს, რადგან მათაც დიდი შანსი აქვთ წესის დარღვევის, მით უფრო თუ წერეთლის მიმართულებით გრძელდება მოძრაობა... იქაც უწყვეტი ხაზები და ავარიის თავიდან აცილების მიზნით ჩადენილი დანაშაული...
ამ სტატიით იმის თქმა არ მინდა, რომ უსამართლოდ დავჯარიმდი - არა. უბრალოდ ფრთხილათ იყავით მეგობრებო, შეიძლება სულაც არ გინდოდეთ და მაინც დაარღვიოთ კანონი. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.
აქვე ამ ტერიტორიაზე ყველაზე გავრცელებული დარღვევაც...image

18
3780
16-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
3780
  
2014, 1 აპრილი, 16:56
2012 წლის სტატიაა და მას მერე მილიონჯერ გადახაზეს და გადმოხაზეს ეგ ადგილი :) ალბად გადაურჩი შენ იმ პერიოდს :) კარგია! :)
2014, 24 მარტი, 13:30
ისე მაგ ადგილიდან არასოდეს მომსვლია ჯარიმა, აბათ არ ვარღვევ:))))
2013, 22 ოქტომბერი, 23:42
ისე გამაბედნიერეს,დღემდე გაღიმებული დავდივარ :D : ))
2013, 22 ოქტომბერი, 10:49
როგორც ჩანს შენც "გაგაბედნიერეს" ხომ? :D
2013, 22 ოქტომბერი, 10:46
სტატიის დაწერის თარიღი ვერ შენიშნეთ როგორც ჩანს :) ამ ტერიტორიაზე უკვე მონიშვნის ხაზებიც შეიცვალა. როგორც ჩანს თქვენ იმ პერიოდში გადარჩით რადგან არაფერი მოგივიდათ :)
2013, 11 ოქტომბერი, 10:08
მანდ დავდივარ ყოველდღე და ფოსტით არაფერი მომსვლია ჯერ. ინტერნეტით სად უნდა შევამოწმო და როგორ?
2013, 10 ოქტომბერი, 10:34
ტოჩ ვ ტოჩ :)))
2012, 14 დეკემბერი, 13:38
მე, ჩემს მეგობრებს ვისაც ვუთხარი და შეამოწმა იქაც მათაც ბევრმა აღმოაჩინა, რომ დაჯარიმებულან... :)
2012, 13 დეკემბერი, 15:19
ამ სტატიის წაკითხვი შემდეგ გადავამოწმე და მეც ზუსტად მანდ დავჯარიმებულვარ
2012, 6 დეკემბერი, 22:19
2 წელია უკვე მანქანაზე ვზივარ და ჯერ არცერთხელ არ მოსვლია ჯარიმა და არც გავუცჰერებივარ...სააკაძეზე კი ყოველდღე დავდივარ და თითოეული ტოჩკა სად რა შეიძლება ზეპირად ვიცი :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10