x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
იმისათვის, რომ მალე არ დათვრეთ...

image
ყველა მსმელმა უნდა იცოდეს თავისი დოზა;კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას.ანუ, ადამიანმა, რომელიც იწონის 70–75 კილოგრამს, არ უნდა დალიოს ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი.ასევე, თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ალკოჰოლდეჰოდროჰენაზების რაოდენობაზე, ანუ სისხლში არსებული სპირტის გადამმუშავებელ ფერმენტებზე.ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.image
იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე დაახლოებით ოთხი საათით ადრე, დალიეთ ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ–ამით თქვენს ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და ის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებასაც აიტანს.image
სუფრასთან დაჯდომამდე ლიმონიანი ჩაის ან ყავის დალევაც კარგია–ეს ანეიტრალებს ალკოჰოლს.ასევე, შეგიძლიათ, ეს სასმელები ქეიფის პროცესში დალიოთ, რადგან მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.გირჩევთ, ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხისა და სახეობის სასმელს.ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახის სასმელის დიდი დოზა.თუ მაინცდამაინც გიწევთ სასმელის არევა, სმა ნაკლებადგრადუსიანი სასმელით დაიწყეთ და აუცილებლად მიაყოლეთ რაიმე საჭმელი.ნოყიერი და მსუყე კერძი, განსაკუთრებით–ხორცეული, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს.თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედება კი არ ნეიტრალდება, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით ფერხდება.

1
2770
9-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
2770
  
2012, 14 ნოემბერი, 15:43
3 დალიე შეგერგება არ დაითვრები :D
0 1 1