x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნაცისტი ექიმები–ექსპერიმენტები ადამიანებზე
image1.კარლ კლაუბერგი გერმანელი ექიმი.მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანებზე.პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ქვეით არმიაში.ომის შემდეგ მიიღო სამედიცინო განათლება და უნივერსიტეტის კლინიკის მთავარი ექიმის წოდება მოიპოვა.1942 წელს ჰაინრიხ ჰიმლერს სთხოვა ნებართვა ქალთა მასობრივი სტერილიზაციისთვის, ეს მისი ერთ–ერთი ექსპერიმენტი იყო.ჰიმლერმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა.კლაუბერგი მარტივი და იაფი გზებით მოქმედებდა, შეყავდა თხევადი მჟავა საშვილოსნოში ანესთეზიის გარეშე.ცდის პირთა უმეტესობა იყვნენ ებრაელები და ბოშები.ამის მერე მათ საკვერცხეებს აცლიდნენ და აგზავნიდნენ ბერლინში შესასწავლად.


=========================================


2.არიბერტ ჰეიმი ცნობილი როგორც “სიკვდილის ექიმი" ის დაიბადა ავსტრია–უნგრეთში პოლიციელისა და მზარეულის ოჯახში.შეისწავლა მედიცინა და პრაქტიკას გადიოდა ვენაში.ჰეიმის კისერზეა ბანაკის ასობით პატიმრის წამება და სიკვდილი.ის ატარებდა სამედიცინო ექსპერიმენტებს, ებრაელ ტყვეებზე.ატარებდნენ ისეთ ექსპერიმენტებს როგორიცაა ოპერაციები ნარკოზის გარეშე, რათა მიეღწიათ პაციენტის მაქსიმალური ტკივილის დონემდე, ასევე უკეთებდნენ ბენზინის, წყლის ან შხამის ინექციებს, პირდაპირ გულში.ჰეიმის დანაშაულებს მოწმობს მისი პირადი ჩანაწერები, სადაც დეტალურად აღწერს თავისი ექსპერიმენტების შესახებ.


=========================================



3.იოსეფ მენგელე გერმანელი ექიმი.მეორე მსოფლიო ომის დროს ატარებდა სამედიცინო ექსპერიმენტებს.იგი ცნობილია როგორც “სიკვდილის ანგელოზი ოსვენციმიდან"მას ყავდა მეუღლე რომელიც შემდგომ დანიშნა მთავარ ექიმად, ცოლი ატარებდა ცდებს ახალშობილებზე“აკეთებდა ბიჭებისა და მამაკაცების კასტრაციას უანესთეზიოდ, ცდიდა ქალთა გამძლეობას მაღალი ძაბვის ელექტროშოკზე.იოსეფ მენგლემ დაიმსახურა ერთ–ერთი ყველაზე საშიში ნაცისტის სახელი და ზედმეტსახელი “სიკვდილის ანგელოზი".პირადად ხვდებოდა ბანაკში ჩამოსული ტყვეებით დატვირთულ მატარებლებს, მისი გადასაწყვეტი იყო ვინ იმუშავებდა, ვინ აღმოჩნდებოდა პირადად მისი ექსპერიმენტის მონაწილე და ვინ წავიდოდა პირდაპირ გაზის კამერაში.მენგელის განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებდნენ ტყუპები.მან ბანაკიდან აარჩია ტყუპები და ცალკე, სპეციალურ ყაზარმაში გადაიყვანა.3 ათასი ტყუპიდან მხოლოდ 300 გადარჩა.მის ერთ–ერთ ექსპერიმენტულ მიზანს წარმოადგენდა ბავშვის თვალისფერის შეცვლა პირდაპირ თვალში ქიმიური ნივთიერებების შეყვანით.დაინტერესებული იყო ორგანოების ამპუტაციით.ცდილობდა ტყუპები ერთმანეთზე მიეკერებინა და სიამის ტყუპები ხელოვნურად შეექმნა.

3
771
6-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
771
  
2012, 13 ნოემბერი, 23:01
რა ტკივილი გაიარა ამ ხალხმა და მისმა ოჯახებმა წარმოდგენაც კი გულს მიკლავს
2012, 13 ნოემბერი, 20:25
სადისტები
2012, 13 ნოემბერი, 20:20
და სიამის ტყუპებს ასევე უნარკოზოდ აცალცალკევებდნენ... საშინელებაა.. წარმოდგენაც მიჭირს...
0 1 3