x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსთავი 2-ზე კარდაშიანების რეალითი შოუ დაიწყო
image
























ცნობილი ტელე-ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის შესახებ ყველას მოგვეხსენება. კიმი მუდამ პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და არც ჭორები წყდება მის გარშემო. ეს გასაკვირი არცაა, რადგან კიმი ხან რა სკანდალში ეხვევა და ხან რა ფოტოები თუ ვიდეო ჩანაწერები ვრცელდება მის შესახებ. ცნობილი ჟურნალების ყდაზეც ხშირად იხილავთ შიშველ თუ ნახევრად შიშველ კარდაშიანების სექსუალურ ქალბატონს.

რეალითი შოუ, რომლის ეთერში გაშვებაც ტელევიზია რუსთავი 2-მა გადაწყვიტა, 5 წლით ადრე, 2007 წელსაა გადაღებული და ამავე წელს გადიოდა ამერიკის ტელევიზია E-ზე. მაშინ კიმ კარდაშიანი არც ისე კაშკაშებდა როგორც ახლა, იგი მხოლოდ ამომავალი ''ვარსკვლავი'' იყო. თუმცა რეალითი შოუ-სერიალის გადაღებები შემდგომშიც გააგრძელეს და 2012 წლისათვის მე-9-ე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს.

კარდაშიანების ოჯახი საკმაო ხალხმრავლობით გამოირჩევა, ისიც აღსანიშნავია, რომ ოჯახში მხოლოდ 2 მამაკაცია, თუ გოგონების მეგობარ ბიჭებსა და სასიძიებს არ ჩავთვლით. კიმი, მისი ერთი ძმა და 4 და, მათი ექსცენტრიკული დედიკო და ყველაფრსიამტანი, მშვიდი და სიმპატიური მამიკო, კიმის მამინაცვალი.


კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ შეძლებულია ჯერ კიდევ იმ დროს, მათთვის უცხო არაა ძვირფასი მანქანები, შოპინგზე უამრავი ფულის მიხარჯვა და მდიდრული წწვეულებების მოწყობა ასევე მდიდრულ სასახლეში.

პირველი სერია უკვე გავიდა გუშინ, რომლის შინაარსსაც წარმოადგენდა კარდაშიანების წყვილის ქორწინების მე-16 წლის აღნიშვნა და ასევე კიმის მზადება ოპრა უინფრის შოუსათვის, თუ სერიალის გაგრძელება დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ღამის 12 საათისათვის მიუჯდეთ ტელეეკრანებს ან ინტერნეტის საშუალებით უყუროთ.


image

2
974
10-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
974
  
2012, 13 ნოემბერი, 18:42
ვუყურე მე..ოთახში აღმართული ბოძი მომეწონა ძაან:D:D:D:
0 1 2