x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ყველაზე არაორდინალური ქართველი სარდალი. ვისთვის იყო საშიში ზურა ირემაძე?!

ადმირალი ზურა ირემაძესაზღვაო_თავდაცვითი ძალების ახალგაზრდა სარდალი ზურაბ ირემაძე, გენერალი და ადმირალი, (ორი წოდება ჰქონდა სახმელეთო და საზღვაო) რომელმაც არმიაში 13 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების განვითარებაში, რომელსაც 6 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. ზურაბ ირემაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთ_ერთი ყველაზე ერთგული სამხედრო მეთაური და დასავლეთის მიმართულების სარდალი იყო. ის ბოლომდე ასრულებდა კანონიერი პრეზიდენტის განკარგულებებს. ირემაძემ მხოლოდ გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა ბრძოლა და ტყეს მანამ აფარებდა თავს, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლებამ არ შემოირიგა. იმავე დროს შემოირიგეს მეორე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი აკაკი ელიავა, რომელიც 1998 წელს მოწყობილი სენაკის ამბოხების შემდეგ კვლავ ხელისუფლების მტრად იქცა და მალევე მოხდა მისი ლიკვიდაცია. დარჩა ერთადერთი შემორიგებული გენერალი ზურაბ ირემაძე, რომლის მიმართაც უშიშროების სამსახურები მომეტებულ ყურადღებას იჩენდნენ, მაგრამ ირემაძემ დაამტკიცა, რომ ის სიტყვის და ქვეყნის ერთგული იყო. მას არ შეეძლო მიცემული ფიცის ღალატი და უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ფოთში პირველად ჩატარდა ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სწავლება „დიოსკურია 2004“. ირემაძე აღტაცებას ვერ მალავდა, ოფიცრებმა პირველად მიიღეს ფულადი პრემია, გაუჩნდათ მატერიალური საშუალებები თანამედროვე სწავლების ჩასატარებლად. მომზადებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც პორტების დივერსიისა და ტერორიზმისაგან დაცვის საკითხებს ეხებოდა, გეგმავდა ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და იმედი ჰქონდა რომ მალე შევიდოდა სოხუმში მაგრამ...
2004 წლის აგვისტოში გენერალი ირემაძე ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ის სპეცსამსახურებმა მოწამლეს. ქართველი გენერლის და ადმირალის ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე დღემდე აუხდენელი რჩება. ირემაძე, როგორც ერთ_ერთი უძლიერესი სამხედრო მეცნიერი, სტრატეგი და თავგანწირული მეომარი სერიოზული დანაკლისია საქართველოსთვის.
ამ დღეებში ზურაბ ირემაძის ცოლმა პროკურატურას მიმართა, მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიწყონ გამოძება. აქამდე ამით მხოლოდ პოლკოვნიკი ვიქტორ ჭელიძე იყო დაინტერსებული.

ვიქტორ ჭელიძე 1991 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ორი წოდება, სახმელეთო და საზღვაო, ზურაბ ირემაძეს (გენერალი და ადმირალი) და ვიქტორ ჭელიძეს (პოლკოვნიკი და პირველი რანგის კაპიტანი) ჰქონდათ. იყო სამხედრო საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი. ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში, მას წინა ხელისუფლების დროს სასამართლომ დაუსწრებლად 20 წელი მიუსაჯა. ჰყავს მეუღლე და 13 წლის შვილი, რომელიც 7 წელია არ უნახავს.
გთავაზობთ ინტერვიუს ვიქტორ ჭელიძესთან:
– როდის დატოვეთ შეიარაღებული ძალები და რატომ?
– 2005 წელს საზღვაო ძალებში შემოვიდა გენინსპექცია, რომელსაც ფინანსისტი ჯინჭველეიშვილი ხელმძღვანელობდა. მე ამ დროს სევასტოპოლში ვიმყოფებოდი. დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ არ ჩამოვსულიყავი. იმ ღამესვე წამოვედი და შევხვდი ამათ. პირველი ბრალდება ჩემს მიმართ იყო ის, რომ მე ვარ ნარკომანი, იმ წუთასვე მოვითხოვე და წავედით ნარკოლოგიურში, სადაც ექიმმა დადო დასვნა, რომ არ ვიმყოფებოდი ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ. მეორე ბრალდება, რომ გავლენა მქონდა ჩემს ზემდგომ ორგანოებზე, მესამე იყო_ ეკონომიკური და მეოთხე კი_სამსახურეობრივი.
მოკვლევის შემდეგ კომისიამ დადო დასკვნა, რომ არანაირი დანაშაული არ მქონდა. გენინსპექციის უფროსმა დაურეკა ოქრუაშვილს და უთხრა დიდ შეცდომაში შევედით, ჭელიძე კი განცხადებას წერს წასვლაზეო. მე საკუთარი განცხადებით დავტოვე იქაურობა.
– როდის გაგასამართლეს?
– 2006 წელს ალიკა ოგანესიანის ჩვენების საფუძველზე აღიძრა საქმე ჩემს წინააღმდეგ.
– ალიკა ოგანესიანი თქვენ ზურას გარდაცვალებაშიც გადანაშაულებდათ!
– მე მელაპარაკა ზურას გოგონა, რომ მათთან ოჯახში მივიდა ალიკა ოგანესიანი და ზურას მეუღლეს უთხრა: მანანა, დამეხმარე ფულით და გეტყვი ვინ მოკლა ზურაო. ამ დროს ოგანესიანს იჭერდნენ და ამისთვის სჭირდებოდა ფული.
მანანას უთქვამს, ეს თქვი სხვებთან ერთადო და მოწმედ შემოუყვანია მეზობლები და ნათესავები.
ოგანესიანს აქ უთქვამს, რომ ზურა მოკლა ვიქტორ ჭელიძემ და ამაში აიღო 100 ათასი დოლარიო. მერე წავიდა და ეს ფული კაზინოში დახარჯაო!

– თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ ზურა ირემაძის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე.
– ჩემს მეტი ამ ადამიანის გარდაცვალების გამოძიებას აქამდე არავინ არ ითხოვდა. მოვა დრო და მე სასამართლოს მივაწვდი ამ ყველაფერს. სიმართლე ყველაზე მაგარი აიარაღია.

შორენა მირცხულავა

4
2113
5-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
2113
  
2012, 23 ნოემბერი, 9:25
რა სასტიკი მართველობა გვყავდა..რამდენი ადამიანი წავიდა უკვალოდ ამ ქვეყნიდან საამრცხვინოა
2012, 18 ნოემბერი, 6:48
დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან!
2012, 18 ნოემბერი, 2:49
არადა მართლა ბევრი გამიგონია ირემაძეზე, რა ხალხი დაღუპეს ამ არაკაცებმა
2012, 17 ნოემბერი, 11:17
ამათი თამაშით თუ ითამაშებდი მაგარი კაცი იყავი თუ არადა სამშობლოს მოღალატე. ეხლა ნახონ ვინ ვინააა
0 1 4